გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ლევან დოლიძის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მათ დაანახა, რომ პოლიტიკოსები შუღლის და აგრესიის ნაცვლად, ერთმანეთს სიმშვიდით და საქმის კეთებით უნდა შეეჯიბრონ. დოლიძის თქმითვე, დღეს, სწორედ ასეთ პარტიას ჩაეყარა საფუძველი.
„დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში იწყება უაღრესად საინტერესო და ამავდროულად, ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური პროცესი. ამასთან, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ჩვენ ისიც დაგვანახა, რომ ის, რასაც ყველზე მეტად მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს არის ის პოლიტიკური პროცესი, სადაც არა აგრესიით, არა შუღლით, არა ტყუილებით, არამედ სწორედ მეტი სიმშვიდით და საქმის კეთებით შეეჯიბრებიან პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს იმაში, თუ ვინ უკეთესად მოაგვარებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს. სწორედ ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნას ჩაეყარა დღეს საფუძველი და ერთადერთი მოწოდება, რაც მექნებოდა ყველას მიმართ, როგორც ჩვენი მომხრეების და ჩვენი ოპონენტების მიმართ, ეს არის, ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოსთვის",- განაცხადა დოლიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"