ლევან დავითაშვილი - ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, საგრანტო დახმარებები და 90 %-იანი თანადაფინანსება ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2016 წლიდან, სახელმწიფომ მეჩაიეობის დარგის მნიშვნელოვანი განახლება დაიწყო. ხორციელდება საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება მიტოვებული და განადგურებული პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის.

„შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანია“ არის ამის თვალსაჩინო მაგალითი, ერთ-ერთი წარმატებული მეურნეობა, სადაც უკვე პროდუქციას იღებენ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ქართული ჩაის აგროტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ჩაის აწარმოებენ და, შესაბამისად, აქცენტის გაკეთება აგროტურიზმის მიმართულებით შესაძლებელი და საინტერესოა; გურიის რეგიონში უკვე დაიწყო პროექტი „ჩაის გზა”, რომელიც ტურისტული ნაკადების ორგანიზებულად მართვას გულისხმობს.

შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიამ“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 25 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოახდინა. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 61,950 ლარი შეადგინა, საიდანაც 43,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.

გურიის რეგიონში, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში, 203 ჰა-ზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორცილდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 494,000 ლარს აჭარბებს, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 358,000 ლარზე მეტია.

რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის დასათვალიერებლად, მინისტრთან და გურიის გუბერნატორთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:ლევან დავითაშვილი - ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, საგრანტო დახმარებები და 90 %-იანი თანადაფინანსება ხორციელდება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს