თამარ კორძაიამ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

როგორც თამარ კორძაიამ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის საელჩოს, ამერიკის საელჩოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ურყევად დგანან ჩვენს გვერდზე იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ მოვედი მე და მოვაწერე ხელი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ოპოზიცია გააგრძელებს ერთობლივ ბრძოლას „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე, ბრძოლას ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გადატარებლად.

ბოიკოტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. მე სადაც ვიყავი იქ ვარ, „რესპუბლიკურ პარტიაში", - განაცხადა კორძაიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს