შალვა პაპუაშვილი - თუ „ნაცმოძრაობა" შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვერ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რაც შეთანხმებით გათვალისწინებულია და მონაწილეობას ვერ მიიღებენ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში

თუკი „ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვერ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რაც შეთანხმებით გათვალისწინებულია, ისინი ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებენ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში, - ეს განმარტება დღეს „ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია გზა, ჰქონდეს მხოლოდ უფლებები, მაგრამ არ ჰქონდეს ვალდებულებები.

„დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები მოსაბეზრებელი გახდა. ამავე დროს არიან არათანმიმდევრული - მათ ბევრი სიტყვა თქვეს და შემდეგ დაარღვიეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, 19 აპრილის შეთანხმებასაც მოაწერენ ხელს. ახლა ადგილი აქვს მცდელობას, საკუთარი მომხრეების თვალში გარკვეული ლეგიტიმაცია შეინარჩუნონ. ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდნენ, თქვეს, რომ მომხრეების გამოკითხვას მოაწყობდნენ და გადაწყვეტილებას ასე მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში, ამ გამოკითხვის შეეშინდათ, ვინაიდან სავარაუდოდ ფიქრობდნენ, რომ მათი მხარდამჭერები არ იქნებოდნენ იმის მომხრე, რომ მანდატი განეხორციელებინათ. 19 აპრილის ხელმოწერაზე უარის თქმა არის ერთ-ერთი ხრიკი იმისთვის, რომ მომხრეებისთვის შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც უსამართლობას არ ეგუებიან. ისინი 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერენ ხელს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს