თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სასამართლო პროცესი იმართება.

ისინი ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისგან 60%-იან წილს ითხოვენ. დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარეს იმყოფება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიძიმის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობის სახით დამატებით დოკუმენტაციას წარადგენენ, რომლითაც დასტურდება, რომ 2004 წელს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა ,,სისტემატური, მიზანმიმართული იძულება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებზე, რათა მომხდარიყო მათი წილის, 60%-ის დათმობა”.

მისივე თქმით, არ შეიძლება ქიბარ ხალვაში რაიმე სამართლებრივი ლოგიკით ჩაითვალოს „რუსთავი 2“-ის წილების კეთილსინდისიერ შემძენად.

„დღეს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გაიმართება მორიგი სასამართლო პროცესი, მოსამზადებელი სხდომა, სადაც ვაპირებთ წარვადგინოთ დამატებითი საქმის მასალები. ეს არის საგამოძიებო ორგანოებისგან მიღებული ის დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ 2004 წელს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა სისტემატური, მიზანმიმართული იძულება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებზე, რათა მომხდარიყო მათი წილის, 60%-ის დათმობა. ამავე მტკიცებულებებით ცალსახაა, რომ არ შეიძლება ქიბარ ხალვაში რაიმე სამართლებრივი ლოგიკით ჩაითვალოს „რუსთავი 2“-ის წილების კეთილსინდისიერ შემძენად”, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სასამართლო პროცესი იმართება.

ისინი ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისგან 60%-იან წილს ითხოვენ. დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარეს იმყოფება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიძიმის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობის სახით დამატებით დოკუმენტაციას წარადგენენ, რომლითაც დასტურდება, რომ 2004 წელს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა ,,სისტემატური, მიზანმიმართული იძულება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებზე, რათა მომხდარიყო მათი წილის, 60%-ის დათმობა”.

მისივე თქმით, არ შეიძლება ქიბარ ხალვაში რაიმე სამართლებრივი ლოგიკით ჩაითვალოს „რუსთავი 2“-ის წილების კეთილსინდისიერ შემძენად.

„დღეს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გაიმართება მორიგი სასამართლო პროცესი, მოსამზადებელი სხდომა, სადაც ვაპირებთ წარვადგინოთ დამატებითი საქმის მასალები. ეს არის საგამოძიებო ორგანოებისგან მიღებული ის დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ 2004 წელს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდებოდა სისტემატური, მიზანმიმართული იძულება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებზე, რათა მომხდარიყო მათი წილის, 60%-ის დათმობა. ამავე მტკიცებულებებით ცალსახაა, რომ არ შეიძლება ქიბარ ხალვაში რაიმე სამართლებრივი ლოგიკით ჩაითვალოს „რუსთავი 2“-ის წილების კეთილსინდისიერ შემძენად”, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია