ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენდოკრინული ორგანოა, ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. მისი ფუნქციის დარღვევა განაპირობებს მთელი რიგი ორგანოების ფუნქციის დარღვევას.
რა როლი აქვს ფარისებრ ჯირკვალს ორგანიზმში, რა იწვევს მის დაზიანებას და როგორ უნდა ვუნკურნალოთ მას, ამაზე ვ.ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცში“ ყველაზე კარგად იციან. კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნათია ქათამაძე ამბობს, რომ: „ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება განპირობებულია იმუნური სისტემის „არასწორი“ ფუნქციონირებით, როდესაც საკუთარი ორგანიზმი აზიანებს საკუთარ ორგანოს, ამ შემთხვევაში კი - ფარისებრ ჯირკვალს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს იოდის დეფიციტთან, ვირუსების და ბაქტერიების ზემოქმედებასთან“.
ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებისას ჩნდება - ჯირკვლის უკმარისობა, თირეოტოქსიკურობა, კვანძი, ავტოიმუნური თირეოიდიტი და ა.შ... რომლებიც ადამიანში უცნაური სიმპტომებით ვლინდება. ამრიგად ფარისებრი ჯიკრკვალი საკმაოდ მრავალფეროვანია...
ნათია ქათამაძის თქმით, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ტერმინში „ჩიყვი“ სინადვილეში იგულისხმება დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელთა სწორი დიაგნოსტირება სწორ მკურნალობას განაპირობებს. ფუნქციის დარღვევის მიხედვით ფარისებრი ჯირკვლის ორ პათოლოგიას გამოყოფენ: ჰიპოთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ და ჰიპერთირეოზს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის იმაზე მეტ ჰორმონს, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება. ცალკე აღსანიშნავია დღესდღეობით ძალიან გავრცელებული პათოლოგია - ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელიც ჯირკვლის სტრუქტურის დარღვევით მიმდინარე დაავადებებს განეკუთვნება.
გულის ფრიალი, სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, თმის ცვენა, ფრჩხილბის მტვრევა, კანის სიმშრალე, გამონაყარი - ზოგჯერ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, ან ერთადაც ვლინდება. ამ დროს ადამინი ვერ ხდება, რომ ეს ფარისებრის პრობლემით არის გამოწვეული.
თუკი აღნიშნული ჩივილების ერთობლიობაა გამოხატული, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმ-ენდოკრინოლოგს. თუნდაც ჩამოთვლილთაგან ორი, სამი სიმპტომი იყოს გამოხატული, დაავადების გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, მაინც აუცილებელია ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. დიახ, ჩივილები საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა სანამ სხვა პათოლოგიების ძებნას დავიწყებთ, პირველ ეტაპზე, სწორედ ფარისებრი ჯირკვალი უნდა გამოვიკვლიოთ.
„ყველა დაავადების წარმატებულ მკურნალობას, ექიმის და პაციენტის ერთობლივი შრომა უზრუნველყოფს. ასევე მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირება და სწორი მკურნალობის დანიშვნა, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის დამყოლობა. მან უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ექიმისგან ექნება მიღებული“ - აღნიშნავს ექიმი.
როგორც შევიტყვეთ, კოვიდპანდემიამ შეცვალა და გაზარდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა გამოვლენის სიხშირეც. ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, კოვიდგადატანილ პაციენტებში საკმაოდ გაიზარდა ქვემწვავე თირეოიდიტის რიცხვი, რაც ზოგადად არც თუ ხშირ პათოლოგიას წარმოადგენდა. ქვემწვავე თირეოიდიტის საფუძველი ვირუსული ინფექციაა, სწორედ აქედან გამომდინარე გაიზარდა კოვიდპანდემიის დროს ალბათ ამ დაავადების გავრცელებაც.
„კოვიდიან პაციენტებში ისედაც ხშირად აღინიშნება მაგალითად, ზოგადი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება, რაც ასევე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროსაც გვხვდება. ყოველთვის ვურჩევთ პაციენტებს კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, არ შეცვალონ/შეწყვიტონ მკურნალობა. სწორი მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ჩვენს პათოლოგიასთან დაკავშირებულ პოსტკოვიდურ გართულებებს“ - დასძენს ნათია ქათამაძე.
„ჩიყვი“ როგორც აღვნიშნეთ, ხალხურ ენაზე ფარისებრი ჯირკვლის ყველა ცნობილ პათოლოგიას აერთიანებს, სინამდვილეში „ჩიყვი“ გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალს ნიშნავს. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის მაქსიმალური მოცულობა - 18 სმ3, ხოლო მამაკაცებში - 21 სმ3.
თუკი ადამიანს აღენიშნება გენეტიკური წინასწარგანწყობა, ჰყავს პირველი რიგის ნათესავი ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ პათოლოგიით, სასურველია, ერთხელ მაინც გაიაროს ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. სწორად და დეტალურად შეკრებილი ანამნეზის საფუძველზე ექიმი-ენდოკრინოლოგის სწორად დაუგეგმავს შემდგომი გამოკვლევის და მეთვალყურეობის გეგმას.
კლინიკა „ენმედიც“-ში მოხვედრილ პაციენტს აქვს შესაძლებლობა, ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის სრული კვლევა. ჩვენს კლინიკაში კვლევების ხარისხი ძალიან მაღალია. დღეს შესაძლებელია მსგავს მომსახურეობას შევხვდეთ ბევრ კლინიკასა და პოლიკლინიკაში, თუმცა დამერწმუნეთ, ფარისებრი ჯირკვლის კვლევის, ისევ როგორც სხვა დაავადებების კვლევის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან და სანდო ანალიზებს.
პირველ რიგში, პაციენტი გადის ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. კონსულტაციის ფარგლებში ხდება ანამნეზის სრული/დეტალური შეკრება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმი-ენდოკრინოლოგის მიერ იგეგმება გამოკვლევის შემდეგი გეგმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს :
ასე რომ, ჩვენთან მოსული პაციენტი, კვლევების შემდგომ, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს როგორც მისი დაავადების შესახებ, ასევე მისი მართვისა თუ მკურნალობის შესახებ.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"