„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთისა და ცხიმის ფასი 42.7 პროცენტით გაიზარდა, 13.7 პროცენტითაა გაზრდილი ტკბილეულის ფასი

„საქსტატის“ მონაცემებით, წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ზეთისა და ცხიმის ფასი 42.7 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, 13.7 პროცენტით გაზრდილია ტკბილეულის ფასიც.

ამასთან, ფასები 23.3 პროცენტით შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში შეადგინა 0.09 პროცენტული პუნქტი. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ღამის გასათევით მომსახურების (2.5 პროცენტი), ისე საზოგადოებრივი კვების (1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (3.4 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (3.2 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (2.2 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (2.0 პროცენტი);

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.4 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.6 პროცენტიანი მატება, რაც 1.09 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.4 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (3.2 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-9.4 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (42.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.0 პროცენტი), თევზეული (7.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.4 პროცენტით, რაც 1.01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (19.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს