ნიკა მელია - ვაშინგტონში სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები მექნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან პერსონალური შეხვედრები ექნება.

აღნიშნულის შესახებ მელიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ განმარტა, მას შეხვედრები ექნება ასევე სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

„ორი კვირის თავზე შესაძლებლობა მექნება უკვე ვაშინგტონში გავმართო შეხვედრები სენატორებთან და დამატებით სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მექნება შეხვედრები და ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც საზოგადოების ინტერესშია, მაგრამ არ მიდის ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით. მე მგონი, „ქართულ ოცნებაში“ თავადაც აცნობიერებენ, რომ ამ რეჟიმს გასაქანი არ მიეცემა და კმარა, ის რაც, 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ გათელა რეჟიმმა, ყოველგვარი დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები პრაქტიკულად ამოაშთო საძირკველიდან. ახლა უფრო მეტი შრომა გვიწევს, რომ საწყის ეტაპს დავუბრუნდეთ, დასანანია, რომ 2012 წლიდან ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა განვითარებულიყო და ის წარმატებები, რომელიც სახეზე იყო, უკან დაქაჩა ხელისუფლებად და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, ამ ქვეყანას არათუ ცუდი ხელისუფლება ჰყავს რეჟიმის სახით, არამედ, საერთოდ არ ჰყავს“, - განაცხადა მელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს