„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები პარლამენტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები დღეს პარლამენტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე სასამართლო რეფორმასა და მასში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ყურადღება, ასევე, გამახვილდა სასამართლოში არსებულ „კლანურ“ მმართველობაზეც.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმები, ასევე, ვისაუბრეთ პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებითაც. ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მუშაობა და უფრო მეტად გავხდეთ ხალხის ხმა პარლამენტში. სწორედ ამ ინიციატივების ხიდი უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ყველა ინიციატივა ექსპერტული წრეებიდან შემოვიტანოთ პარლამენტში. ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაგვეხმარება, რომ ჩვენი სტაჟიორების პროფესიონალიზმის დონე გავზარდოთ. მათ აქვთ ძალიან კარგი ვებ- გვერდი, სადაც არის ახალი ფორმატი - „შეკითხვა პარლამენტარს“, რომელშიც მე აუცილებლად ჩავერთვები და მივიღებ შეკითხვებს ჩვენი მოქალაქეებისგან. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან მუშაობა და აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული როლით ამ საქმიანობაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“