პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული "ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული "ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" ავტორობით წარდგენილ პროექტს კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს. განხილვას ესწრებიან 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული დემეტრე ნაყოფია და დაზარალებულთა ოჯახის წევრები.

ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა შალვა შავგულიძემ პროექტის ერთ-ერთ ავტორსა და ინიციატორს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს 20 ივნისის ამნისტიის სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლებით შემოფარგვლა და პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესთავაზა. ფრაქციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა კი ხაზგასმით განაცხადა, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული პროექტით დაუსჯელობას მწვანე შუქს უნთებს.

"20 ივნისი ისედაც ამნისტირებულია თქვენს მიერ", - მიმართა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

თავის მხრივ, ოხანაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგები პოლიტიკურ კეკლუცობაში დაადანაშაულა და როგორც განაცხადა, შარლს მიშელის დოკუმენტზე მოლაპარაკებებისას ოპოზიციას 20 ივნისს დაზარალებულები არ გახსენებია.

"ჩვენ ამნისტიის მომხრე არ ვართ და ეს ამნისტია არ გვჭირდება, მაგრამ ხელმოწერილ შეთანხმებას ვასრულებთ. ახლა ცდილობთ დაგვაბრალოთ, თითქოს, 20 ივნისის ამნისტია ჩვენ გვინდა! გსურთ, შეთანხმებიდან გასვლა და პასუხისმგებლობის არაღება იმაზე, რასაც ხელი მოაწერეთ. გეყოთ გამბედაობა და თქვით, რაზე აიღეთ პასუხისმგებლობა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის მიღებას აპროტესტებენ ამ დღის დაზარალებულები.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ