შალვა პაპუაშვილი - სოცმუშაკები როგორც დღისით, ასევე ღამით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არიან - დაწესებულება მზად არის სრულად ითანამშრომლოს სოცმუშაკებთან

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბენეფიციარების უფლებები დაცულია და ამის გარანტორი ახლა იქ მყოფი სოციალური მუშაკები არიან.

როგორც პაპუაშვილმა მედიას ბავშვთა თავშესაფარში ვიზიტის შემდეგ განუცხადა, ის, რომ სახალხო დამცველის აპარატი თავშესაფარში მონიტორინგს ვერ ახორციელებს, ეს „განგრძობითი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაწყდეს“.

„გარანტორი არის სახელმწიფო და კანონი. სოცმუშაკები აქ წარმოადგენენ სახელმწიფოს. მთავარი არის ორი რამ, რომ იყოს დაცული ამ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების უფლებები და მეორე, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს ეჭვი, რომ ეს უფლებები დაცული არ არის. ეს ორი რამ დღეს სრულად არის გარანტირებული. სოცმუშაკები როგორც დღისით, ასევე ღამით აქ არიან. დაწესებულება მზად არის სრულად ითანამშრომლოს სოცმუშაკებთან. სოცმუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაესაუბრებიან ბავშვებს და დასკვნა გვექნება. ჩვენ არ გვქონია არასრულწლოვნებთან საუბარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო სხვადასხვა მექანიზმით ახორციელებს მონიტორინგს, მათ შორის, სოცმუშაკების მეშვეობით და ომბუდსმენის ჩართულობით.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, სოცმუშაკების საქმიანობის მიმართ ეჭვი არავის ეპარება, რაც შეეხება ომბუდსმენს, მისი მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს.

„ომბუდსმენი აქ წლებია ვერ ახორციელებს მონიტორინგს, ეს განგრძობითი პრობლემაა, რომელიც დგას. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. მთავარი ის კი არ არის, რომელი მექანიზმი როდის განხორციელდება, მთავარია, ბავშვების უფლებები იყოს დაცული და ამაში ეჭვი არ გვეპარებოდეს. დღეს სოცმუშაკების აქ ყოფნით ამაში ეჭვი არავის ეპარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა