კახა კუჭავა - თითოეული ადამიანი მონაწილე უნდა იყოს იმ პროცესის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს

ჩვენ, რამდენიმე წელია, რაც სრულიად ახლი ტიპის საპარლამენტო წყობაზე გადავედით და იგი პირველ რიგში თქვენს ჩართულობას მოიაზრებს. ყველანაირი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის ბავშვები მონაწილე იყვნენ იმ პროცესის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცხოვრებაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება შედგა და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გვაქვს, რომელიც სკოლებში დარიგდება - ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნში ილუსტრაციებით მარტივად ახსნილია, რას წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. აქვეა ბევრი საინტერესო დეტალი, როგორ მუშაობს პარლამენტი, როგორ ვიღებთ კანონებს. დეპუტატების გარდა პარლამენტში დიდი გუნდია, რომელიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ეს ღონისძიებაც სწორედ მათ მიერ არის ორგანიზებული, რისთვისაც მადლობა მათ. დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ორგანიზატორებს, ვინც დიდი ენერგია ჩადო, რომ ეს ღონისძიება შემდგარიყო და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს განვითარების ფონდის პროგრამას, რომელმაც საშუალება მოგვცა, დღეს ერთობლივად ეს ღონისძიება გაგვეკეთებინა," - განაცხადა პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმძღვანელოს შექმნის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კახა კუჭავა - თითოეული ადამიანი მონაწილე უნდა იყოს იმ პროცესის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს

ჩვენ, რამდენიმე წელია, რაც სრულიად ახლი ტიპის საპარლამენტო წყობაზე გადავედით და იგი პირველ რიგში თქვენს ჩართულობას მოიაზრებს. ყველანაირი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის ბავშვები მონაწილე იყვნენ იმ პროცესის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცხოვრებაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება შედგა და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გვაქვს, რომელიც სკოლებში დარიგდება - ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნში ილუსტრაციებით მარტივად ახსნილია, რას წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. აქვეა ბევრი საინტერესო დეტალი, როგორ მუშაობს პარლამენტი, როგორ ვიღებთ კანონებს. დეპუტატების გარდა პარლამენტში დიდი გუნდია, რომელიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ეს ღონისძიებაც სწორედ მათ მიერ არის ორგანიზებული, რისთვისაც მადლობა მათ. დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ორგანიზატორებს, ვინც დიდი ენერგია ჩადო, რომ ეს ღონისძიება შემდგარიყო და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს განვითარების ფონდის პროგრამას, რომელმაც საშუალება მოგვცა, დღეს ერთობლივად ეს ღონისძიება გაგვეკეთებინა," - განაცხადა პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმძღვანელოს შექმნის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია