„ალდაგი“ კომპანიებს ქონების დაზღვევას სთავაზობს

„ალდაგი“ ბიზნესკომპანიებს ქონების დაზღვევის ინდივიდუალურ და მათ საჭიროებებზე მორგებულ პაკეტებს სთავაზობს. კომპანიებს, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა ტიპის ქონებას, დასაწყობებულ მარაგებს, მანქანა-დანადგარებს, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს, „ალდაგი“ სთავაზობს დაზღვევას, რომელიც მათ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს, იმ შემთხვევაში მათ ქონებას რისკი დაუდგა.

„ალდაგის“ ქონების დაზღვევით სარგებლობა შეუძლიათ სხვადასხვა ინდუსტრიებში მოქმედ კომპანიებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ოფისებს, კლინიკებს, ავტოგასამართ სადგურებს, ქარხნებს, საწარმოებს, საამქროებს და სხვა.

„ალდაგი“ კორპორატიულ დაზღვევაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. „ალდაგის“ პორტფელში წარმოდგენილია თითქმის ყველა ინდუსტრია. კომპანიებს „ალდაგი“ სთავაზობს რისკების დაზღვევის ისეთ უნივერსალურ პაკეტებს, რომლითაც კომპანიებს შეუძლიათ, სრულად დააზღვიონ მათთვის რელევანტური რისკები და იფიქრონ მხოლოდ ზრდასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. 2020 წელს ალდაგის კორპორატიული დაზღვევის ბიზნესი დასახელდა საუკეთესოდ საქართველოში საერთაშორისო ჟურნალის Global Banking & Finance Review Magazine-ის მიერ.

„ალდაგის“ ქონების დაზღვევის ფარგლებში, კომპანიებს შეუძლიათ დააზღვიონ: შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, საწარმო-ტექნოლოგიური ხაზები, სამეურნეო ინვენტარი, საკომუნიკაციო მოწყობილობები, მაღალი ძაბვის სისტემები და მსგავსი საწარმო-ტექნიკური დანიშნულების მექანიზმები და მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, მარაგები, ინტერიერის საგნები, მოპირკეთება - ფანჯრის მინები, სარკეები, ვიტრინები და სხვა.

“ქონების დაზღვევა კომპანიებისთვის რისკის დაზღვევის ქმედითი ინსტრუმენტია. თანამედროვე სამყაროში ბიზნესის ოპერირება რისკების დაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი კომპეტენცია, საერთაშორისო პარტნიორები და 30 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი დაზღვევა, რომელიც სრულად იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე.” - განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

ქონების დაზღვევის ფარგლებში, ბიზნესკომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ტიპის, მათ მოთხოვნებზე მორგებული, რიგ შემთხვევებში, ბაზარზე ექსკლუზიურად „ალდაგის“ მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პროდუქტებით, რომლებიც დაიცავენ მათ ფართო სპექტრის რისკებისგან.

დამატებითი ინფორმაცია ქონების დაზღვევის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო