თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ მედიაგარემოს შეეხო

„მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მედიაგარემოს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, ფილიპ რიკერთან ისაუბრეს ჟურნალისტთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე და რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებზე.

“მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ პროცესში, მითუმეტეს არჩევნების წინ და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ზოგადად, პოლარიზებულ გარემოს, რომელსაც ხშირად რიტორიკაც ასაზრდოებს. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ასევე, რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიაზე და დისკრედიტაციის კამპანიაზე მმართველი პარტიის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ.

თუ არსებობს პრობლემები, არსებობს ინსტიტუციონალური გადაწყვეტის გზები - “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”. მთლიანად ინსტიტუტის დისკრედიტაციის ნაცვლად უმჯობესია პრობლემური საკითხები გადაწყდეს ამ მიმართულებით.

ასევე, საუბარი შეეხო მარეგულირებელსაც, რომელსაც ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს იმისათვის, რომ გააკონტროლოს მის მიერ არაკონტროლირებადი ტელევიზიები, მათ შორის უხამსობის ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას, რომლის გამოც შერჩევითად დაასანქცირეს რამდენიმე არხი.

საქართველოში კანონმდებლობა იცავს ჟურნალისტთა უფლებებს და არ შეიძლება გამოყენებული იყოს ან ინტერპრეტირებული იყოს ისე, რომ ჟურნალისტებს არ ჰქონდეთ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა”, - განაცხადა კინწურაშვილმა.

მისივე განმარტებით, ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო გამოძიებებს, რომელიც მიმდინარეობს იმ მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

"ის მედიები, ვინც უზრუნველყოფენ პლურალიზმს და მოსაზრების მრავალფეროვნებას, ხელისუფლების სამიზნეა და სწორედ ეს არის პრობლემა”, - განაცხადა კინწურაშვილმა.

რაც შეეხება შეხვედრის მონაწილე პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების პოზიციას ამ საკითხებთან მიმართებით, როგორც თამარ კინწურაშვილმა განმარტა, თავიანთ პოზიციას თავად დააფიქსირებენ, მაგრამ მათი პოზიციაა ის, რომ ზოგადად მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ პროცესებს.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა