პრემიერის ანგარიში - 4 თვეში ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებულია 11 პირი, დაიხურა ოთხი ე.წ. დრაგშოპი

საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისის ჩართვლით პერიოდს მოიცავს და მასში ნათქვამია, რომ დეკლარირებული ნარკოპოლიტიკის შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად ორიენტირებულია ნარკოტიკების რეალიზატორების გამოვლენაზე. 2020 წლის 1 ივნისიდან - 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით ბრალი წარედგინა 84 ნარკორეალიზატორს.

2020 წლის განმავლობაში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი; 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი. ხოლო 2021 წლის 4 თვეში ქვეყანაში უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა: 3 400 აბი „სუბოტექსი“/“სუბოქსინი“; 7 კგ „ჰეროინი“; 2 კგ ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“; 2 კგ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის, ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს. აკრძალული ნივთიერებების ონლაინგაყიდვა, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა.

აღნიშნული გამოწვევის ეფექტიანად საპასუხოდ, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად. შედეგად, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის „დარქნეტის“ დანაყოფის მიერ ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობისთვის 2020 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პიროვნება, დაიხურა 13 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია ე.წ. „დრაგშოპი“, ასევე გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება მეფედრონის დასამზადებელი ნარკოლაბორატორია, ამოღებული იქნა პრეკურსორები და ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი. ხოლო 2021 წლის 4 თვეში ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 11 პიროვნება, დაიხურა 4 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ე.წ. „დრაგშოპი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს