ლევან ვასაძე - ჩვენი ეკლესია და ამ შემთხვევაში მეუფე სპირიდონი არის უბინძურესი ცილისწამების მსხვერპლი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებით, "ჩვენი ეკლესია და ამ შემთხვევაში მეუფე სპირიდონი არის უბინძურესი ცილისწამების მსხვერპლი". ამის შესახებ ვასაძემ სახალხო დამცველის ოფისთან აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზანმიმართული პიარ კამპანია, მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას და იმ ბავშვთა სახლის დისკრედიტაციას, რომელსაც მეუფე სპირიდონი სრულიად უანგაროდ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს.

"თუკი რაიმე დარღვევა არსებობს ამა თუ იმ დაწესებულებაში, პირველ რიგში მეუფე სპირიდონს ყველაზე უფრო ადარდებს და აინტერესებს ამ ფაქტების გამოკვლევა. ასე, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებების საფუძველზე ისტერიკის მოწყობა, კერძო ტერიტორიაზე შეჭრა და ბავშვების დასტრესვა არის სრულიად მიუღებელი. ამიტომ, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ეკლესიას, მეუფე სპირიდონს და მოვითხოვთ, რომ შეწყდეს კამპანია მის წინააღმდეგ.რიგი ფაქტები, რომელიც გაჟღერდა, დამტკიცდა, რომ არის ყალბი. ამის მიუხედავად ხდება თავდასხმა ამ მზრუნველობის სახლზე. მე პირადად ვიცნობ მეუფე სპირიდონს, ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში უანგაროდ, ყოველგვარი რესურსების გარეშე ცდილობს პირობები შეუქმნას ბავშვებს ღირსეული აღზრდისთვის", - განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მეუფე სპირიდონი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან ვასაძე -  ჩვენი ეკლესია და ამ შემთხვევაში მეუფე სპირიდონი არის უბინძურესი ცილისწამების მსხვერპლი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებით, "ჩვენი ეკლესია და ამ შემთხვევაში მეუფე სპირიდონი არის უბინძურესი ცილისწამების მსხვერპლი". ამის შესახებ ვასაძემ სახალხო დამცველის ოფისთან აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიზანმიმართული პიარ კამპანია, მიზნად ისახავს ეკლესიის დისკრედიტაციას და იმ ბავშვთა სახლის დისკრედიტაციას, რომელსაც მეუფე სპირიდონი სრულიად უანგაროდ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს.

"თუკი რაიმე დარღვევა არსებობს ამა თუ იმ დაწესებულებაში, პირველ რიგში მეუფე სპირიდონს ყველაზე უფრო ადარდებს და აინტერესებს ამ ფაქტების გამოკვლევა. ასე, მტკიცებულებებს მოკლებული ბრალდებების საფუძველზე ისტერიკის მოწყობა, კერძო ტერიტორიაზე შეჭრა და ბავშვების დასტრესვა არის სრულიად მიუღებელი. ამიტომ, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ეკლესიას, მეუფე სპირიდონს და მოვითხოვთ, რომ შეწყდეს კამპანია მის წინააღმდეგ.რიგი ფაქტები, რომელიც გაჟღერდა, დამტკიცდა, რომ არის ყალბი. ამის მიუხედავად ხდება თავდასხმა ამ მზრუნველობის სახლზე. მე პირადად ვიცნობ მეუფე სპირიდონს, ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში უანგაროდ, ყოველგვარი რესურსების გარეშე ცდილობს პირობები შეუქმნას ბავშვებს ღირსეული აღზრდისთვის", - განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მეუფე სპირიდონი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს