WSJ - აშშ-ის ანგარიში კოვიდ 19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას არ გამორიცხავს

აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ჰიპოთეზა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსმა უხანის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა, სარწმუნოა და შემდგომ გამოკვლევას იმსახურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი იმ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებისთვისაც დოკუმენტის შინაარსი ცნობილია.

გამოცემის ცნობით, კვლევა, რომელიც 2020 წლის მაისში კალიფორნიის ლოურენს ლივერმორის ეროვნულმა ლაბორატორიამ მოამზადა, კოვიდ 19-ის ვირუსის გენომურ ანალიზს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის წარმოშობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ: პირველი, ვირუსი ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად წარმოიშვა და მეორე, ის ადამიანს რომელიღაც ცხოველისგან გადაედო. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ საიდუმლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ უხანის ლაბორატორიის სამი მკვლევარი 2019 წლის ნოემბერში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე გრიპის მსგავსი დაავადებით ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, იყო თუ არა ეს დაავადება კოვიდ 19.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა