სალომე სამადაშვილი - თუ ამნისტიის კანონპროექტი მიღებული იქნება იმგვარად, რომ ეს მელიას არ შეეხოს, ეს ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას, რაზეც “ოცნება” სტარტეგიულმა  მოკავშირეებმა გააფრთხილეს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ამნისტიის კანონპროექტს ისე მიიღებენ, რომ ნიკა მელიას არ შეეხოს, ეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას შეეწინააღმდეგება. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სტარტეგიულმა მოკავშირეებმაც გააფრთხილეს.

“ჩვენთვის ორი საკითხია პრინციპულად მნიშვნელოვანი ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებით. ერთი შეეხება იმას, როგორ იქნება კანონპროექტში ასახული ნიკა მელიას საქმესთან მიმართებით. ამნისტიის იდეა მედიატორების მიერ იმისთვის იყო შემოთავაზებული, რომ დაიხუროს ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ, თუ ამნისტიის კანონპროექტი მიღებული იქნება იმგვარად, რომ ეს კანონპროექტი ნიკა მელიას არ შეეხოს, ეს ეწინააღმდეგება მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გააფრთხილეს, მათ შორის სტარტეგიულმა მოკავშირეებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ, რომელიც საქართველოში გუშინ იმყოფებოდა და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება მათი პოზიცია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენი პოზიციაა, რომ ამნისტია უნდა შეეხოს არა ფაქტს, არამედ კონკრეტულ დანაშაულებს და მუხლებს. ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენი პოზიცია ასახულია იმ კანონპროექტში, რომელიც პარლმენტში წარვადგინეთ”, - განაცხადა სამადაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს