ბიზნეს ასოციაცია - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება „საქსტატის“ მომზადებულ სამშენებლო ინდექსებს უნდა ეფუძნებოდეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ მთავრობის 2020 წლის 31 მარტის #619 განკარგულებაზე და იმ პრობლემაზე, რაც ბიზნეს ოპერატორებს დადგენილების აღსრულებისას ექმნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მიუხედავად დადგენილების ამოქმედებიდან გასული ერთწლიანი პერიოდისა, ჯერჯერობით ვერცერთმა კომპანიამ ვერ ისარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული კოვიდპანდემიის მიერ გამოწვეული სამშენებლო მასალების ფასების ზრდის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციით.

წარმოდგენილი პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მუშავდება ალტერნატიული მექანიზმები, მათ შორისაა პროექტების ღირებულების ინდექსაცია.

საქართველოს ბიზნეს და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციების მიერ ერთობლივ შეხვედრაზე მოწვეულ იქნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები, რომლის ფარგლებში სამშენებლო სექტორში წარმოდგენილ წევრ კომპანიებს, შესაძლებლობა მიეცათ საქსტატის ხელმძღვანელისგან, გოგიტა თოდრაძისგან მიეღოთ ინფორმაცია სამსახურის მიერ სექტორში წარმოებული ინდექსების (მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი) მეთოდოლოგიისა და ისტორიული მონაცემების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრმა კომპანიებმა შესაძლებლად მიიჩნიეს წარმოდგენილი ინდექსების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების მიზნებისთვის გამოყენება, ამასთან აღინიშნა, რომ ინდექსების წარმოებას ახორციელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც, როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი დამკვეთი ორგანიზაციებს ნდობას იმსახურებს.

„დღეს შეხვედრა გაიმართა “საქსტატთან”, სადაც სექტორში მომუშავე კომპანიებმა პირველწყაროდან მიიღეს ინფორმაცია სამშენებლო სექტორში არსებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ და, აქვე, მადლობას ვუხდით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობას ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. ბიზნეს ასოციაცია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან ერთად განაგრძობს მუშაობას სამშენებლო სექტორში დაგროვილ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებისთვის კონკრეტული წინადადებები შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს უახლოეს პერიოდში მიეწოდება,“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს