გია ხუხაშვილი - „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევიდოდა, ახლა კი გაიბუტნენ, არ იციან, მოჭიდავეები მიიყვანონ, ქურდი ჩარიონ თუ რა ქნან, რომ „პალაჟენია“ აღადგინონ

„ქართულ ოცნებას“ „სუვერენული დემოკრატიის“ მოდელით უნდოდა ყოფნა და იმედი ჰქონდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდოდა. ახლა რომ შევიდა, გაიბუტნენ, არ იციან, რა ქნან, არ იციან მოჭიდავეები მიიყვანონ იქ, ქურდი ჩარიონ თუ რა ქნან, რომ „პალაჟენია“ აღადგინონ,- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის შემდეგ მმართველი პარტიის განცხადებები.

ხუხაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პლენარული სხდომიდან გაიქცა იმის გამო, რომ ოპოზიციონერი ლიდერისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიეცათ.

ხუხაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება „ბუჩქებიდან გუშინ გამომძვრალ ბავშვებს ჩააბარა“, რომლებიც პრობლემის წინაშე აღმოჩენის შემთხვევაში კვლავ ბუჩქებში გარბიან.

„მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა და საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეცდომა იყო, რომ ასე გაწელეს. ცოტა ადრე რომ შესულიყვნენ, კიდევ უფრო წინ იქნებოდნენ. დღეს თალაკვაძის პირიდან ჩვენ მოვისმინეთ ასეთი ფრაზა, გამონათქვამი, „არასისტემური ოპოზიცია“. „არასისტემური ოპოზიცია“, ეს არის წმინდა რუსული კლიშე და ასე ეძახიან ნავალნის და იმ პარტიებს, რომლებიც არაკომფორტულია მათთვის. იმიტომ, რომ პარლამენტში აქვთ „სუვერენული დემოკრატია“. ესეც რუსული ტერმინია და რუსული ფენომენია, სადაც არის ერთი დომინანტი პარტია და სამი პატარა პარტია, რომელიც ამ დემოკრატიის ფასადს უქმნის. დაახლოებით ამ მოდელით უნდოდათ ყოფნა და იმედი ჰქონდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდოდა პარლამენტში, ახლა რომ შევიდა, გაიბუტნენ, არ იციან, რა ქნან, არ იციან მოჭიდავეები მიიყვანონ იქ, ქურდი ჩარიონ თუ რა ქნანა, რომ „პალაჟენია“ აღადგინონ. ფუნთუშებზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები რომ ჩაიბარებენ ქვეყანას - ეს კაცი ადგა და ამ გაუგებარ, ბუჩქებიდან გუშინ გამომძვრალ ბავშვებს ჩააბარა ქვეყანა, რომელსაც არ აქვთ კაცური, ვაჟკაცური რაღაც, როცა ტანკები უმაგრებთ უკან ზურგს, ძალიან ყელყელაობენ, მაგრამ როგორც კი რაღაც პრობლემის წინაშე დადგებიან, მაშინვე ისევ ბუჩქებში გარბიან. მე მეცოდება ბიძინა ივანიშვილი, ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, კალამს ვერ გააგდებინებენ კობახიძეს და ამ ხალხს ხელიდან, ყველაფერს იმას დააბრალებენ. ასეთ ხალხს ჩააბარა ხელისუფლება. როგორ შეიძლება უმრავლესობა სხდომიდან გარბოდეს, იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერს განცხადება არ გააკეთებინეს, ეს ხომ სამარცხვინოა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია