კახა ოქრიაშვილი - ხვალ აუცილებლად მივდივართ სხდომაზე და პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონზე ვიწყებთ მუშაობას

სამწუთიანი რეჟიმია პოლიტიკური განცხადებებისთვის, თქვენ როგორ ფიქრობთ, 7 თვე ჩვენ ვიბრძოლეთ, რომ პოლიტიკური სივრცე შეგვეცვალა იმიტომ, რომ სამი წუთი მოგვცენ ?- ამის შესახებ „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ 15-წუთიანი რეგლამენტის შეეშინდა, რომელიც ნიკა მელიას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, სიტყვის გამოსვლისთვის ეკუთვნოდა და პარლამენტიდან „გაიპარა“.

ამასთანავე, ოქრიაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში სამუშაოდ ხვალაც მივლენ „ამნისტიის შესახებ" კანონზე დაიწყებენ მუშაობას.

„დღეს ცენტრალური საკითხი იყო "ამნისტიის შესახებ" კანონი და იქ ჩვენ უბრალო დეპუტატებს 3-წუთიანი რეჟიმი გვაქვს და ფრაქციის ან პარტიის ხელმძღვანელს 15-წუთიანი რეგლამენტი აქვთ და ამ 15 წუთის შეეშინდა „ქართულ ოცნებას“ და გაიპარა, ამაზეა საუბარი. როდემდე იქნება ეს ყველაფერი? ხვალ დადგება ეს საკითხი, ხვალ გამოვა მელია იმ თავისი 15-წუთიანი განცხადებებით, მათ შორის ამნისტიაზე, პირველ რიგში, ამნისტიაზე ისაუბრებს, იმიტომ, რომ მაგის გამო იჯდა ციხეში. ხვალ აუცილებლად მივდივართ სხდომაზე და „ამნისტიის შესახებ" კანონზე ჩვენ ვიწყებთ მუშაობას პარლამენტში. ჩვენ ორ საკითხზე ვიმუშავებთ იქ - ეს არის საარჩევნო თემა და ეს არის სასამართლო თემა. ამნისტია, სასამართლო და საარჩევნო თემა გადაბმულია ერთმანეთთან“,- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება