ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი World Vision-ის SKYE კლუბის დახურვის ღონისძიებაში ჩაერთო

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის (SKYE) კლუბებში, 16–25 წლის ახალგაზრდები ჩაერთნენ, რომლებმაც ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობისა და დასაქმების მიმართულებით კომპეტენცია აიმაღლეს. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ღონისძიებაზე სააგენტოს ხედვაზე, ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე, პროექტის მონაწილე ახალგაზრდების საქმიანობის ახალგაზრუდულ სფეროში გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პროექტის ფარგლებში, კლუბის მონაწილე ახალგაზრდებმა, ლიდერების დახმარებით, World Vision -ის მიერ შემუშავებული წელიწადნახევრიანი SKYE მოდული გაიარეს. სამეგრელოს რეგიონში ლიდერებს მენტორობას ახალგაზრდული მუშაკის პირველი, სახელმწიფოსაგან აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული, ლალი გამისონია უწევდა. SKYE კლუბებს World Vision-ი 2016 წლიდან, 9 სამიზნე რეგიონში ახორციელებს. ხსენებული ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში კონფერენციები, შემეცნებითი/საგანმანათლებლო ღონისძიებები და სპორტული აქტივობები გაიმართა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025