ბადრი ჯაფარიძე - იმედი მაქვს, „ოცნება“ გაითვალისწინებს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ამნისტიის პროექტი მიშელის შეთანხმებას აცდენილია

იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს იმას, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ამნისტიის პროექტი, აცდენილია შარლ მიშელის შეთანხმებას და გაითვალისწინებს ჩვენს კანონპროექტში ჩამოყალიბებულ ძალიან პრინციპულ საკითხებს , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას.

„ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირებულია სრულად შეესაბამება იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ შევუერთდით და შარლ მიშელის შეთანხმება ეწოდება. ამიტომ იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს იმას, რომ მათ მიერ შემოთავაზებული დღევანდელი ფორმით ამნისტიის პროექტი აცდენილია შარლ მიშელის შეთანხმებას და სულისკვეთებას და გაითვალსიწინებს ჩვენს კანონპროეტქში ჩამოყალიბებულ ჩვენთვის ძალიან პრინციპულ საკითხებს“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

შგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა