ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილს - ლევან, მოგესალმები პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს ისწავლი, დებატებს, პოლემიკას

დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს ისწავლი, დებატებს, პოლემიკას და ა.შ. - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზარქუა ასევე შეეხო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს და აღნიშნა, თუკი, ნიკა მელია იტყვის, რომ დამნაშავეა, ის მომხრე იქნება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან ამოიღონ ჩანაწერი, რომელიც ამნისტიისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული პირის თანხმობას საჭიროებს.

„ლევან, მოგესალმები პარლამენტში, მიხარია, რომ აქ ხარ, თქვენს გუნდთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს ისწავლი, დებატებს, პოლემიკას და ა.შ. 19-21 ივნისს ჰყავს დაზარალებული, როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ასევე, დანაშაულის პოტენციური ჩამდენები, ეს ნათლად ითქვა, შენ არ ესწრებოდი და შენი გუნდელები, მაგრამ ქალბატონი სალომე ესწრებოდა და შეგიძლიათ დაეკითხოთ, შეიძლება პარტიაში არ ხართ, მაგრამ მაინც გაქვთ კომუნიკაცია, ის აგიხსნით ამას კარგად. შესაბამისად, ეხება ყველას, როგორც იმ მაკო გომურს და ტრაგედიაა ეს ჩვენთვის, ასევე იმ პოლიციელს, რომელიმეს თუ განსხვავებული პოზიცია გაქვთ, მოგისმენთ. ამის შემდეგ ითქვა, რომ 19-21 ივნისის დანაშაულის პოტენციური ჩამდენები ვინც არიან, ყველას უნდა ეპატიოს გარდა იმ კონვენციით დაცული მუხლებისა, რომელიც არის წამება, უფლებამოსილების გადამეტება. მარტივად არის კითხვა, თუ მელია, დამანაშავედ თვლის თავს, გამოვიდეს ახლა, რომ ველოდებით, თქვას, კი ბატონო, შემეშალა, ჩავიდინეო. პირადად მე ვიქნები მომხრე, რომ ამოვიღოთ ის ჩანაწერი. როგორც ვიცი, თავს დამნაშავედ არ გრძნობს, მაშინ ჩაუტოვეთ, რომ მოითხოვოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ახლა იტყვით თქვენი სასამართლოო და ა.აშ. მაგრამ „რუსთავი2“-ის „ქეისი“ გახსოვთ, სადაც სტრასბურგმა თქვა, რომ ყველა ინსტანციაში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოო, თქვენ სხვა რამეს გვიმტკიცებდით. ახლაც აქვს შესაძლებლობა, რომ სტრასბურგში გააგრძელოს, ვინმე უშლის? ბატონო ანრი, მე მაინტერესებს, თუ ბატონი მელია ჩუმად იქნება, ხმას არ ამოიღებს, შეეხება თუ არა ამნისტია და თუ წინააღმდეგია, პროტესტს გამოთქვამს და იტყვის, არ ვარ დამნაშავეო, მაშინ ეს კანონპროექტი საშუალებას აძლევს, რომ იდაოს და მოითხოვოს სამართლიანი სასამართლო. ანუ რომ შეეხოს რამე აქტიური პოზიცია სჭირდება? ამის დაზუსტება მინდოდა ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც“, - განაცხადა ზარქუამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო