გუბაზ სანიკიძე უმრავლესობას - მესმის, ოქროს ვარკვლავები ხართ, ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?

მესმის, ოქროს ვარკვლავები ხართ, ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? - ამ შეკითხვით მიმართა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.

მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა, პასუხი გაეცათ კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა რუსი პოლიტიკოსი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან პასუხის შემთხვევაში მზად არის, ამნისტიის შესახებ პროექტს მხარი დაუჭიროს.

„მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, სხვათაშორის, ამაში გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები, 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ 24 საუკუნის მერე თქვენ მოსულიყავით ხელისუფლებაში. მესმის, ოქროს ვარკვლავები ხართ, ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ქართველ ხალხს თქვენგან ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე ოფიციალურად პასუხი. პასუხს თუ მივიღებ, პირობას გაძლევთ, რომ ამას (ამნისტიის პროექტი) მხარს დავუჭერ, ოღონდ პასუხი გაგვეცით, როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში“,-განაცხადა სანიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა