საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკაკი ხუსკივაძემ განაცხადა, სირცხვილია ის ფაქტი, რომ მოქმედი მაღალჩინოსნები აღნიშნულ საქმეზე მოწმეები არიან.

„ჩვენი სასამართლო პროცესი გრძელდება, ასე პერმანენტულად გვიბარებენ, გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე მოწმეთა დაკითხვა მოხდება. ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია ირიბი მოწმეები როგორ შეიძლება მტკიცებულებად მიიღოს სასამართლომ. თუმცა, მათივე გამოსვლები მეტყველებს იმაზე, რომ ერთ-ერთი მოწმე ზაალ ზაალიშვილი თუკი ჩვენებაში წერს, რომ ჩვენ გობეჯიშვილს ვაშინებდით, ან რაღაცეებს ვთავაზობდით, მერე უკვე ტელევიზიის ეთერში რამდენიმე დღეში ასაბუთებს, რომ თურმე კი არ ვაშინებდით, ვეუბნებოდით - არ გრცხვენია და ა.შ. ჩვენებასა და სატელევიზიო გამოსვლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

მოწმეებთან კითხვები ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც მოქმედი მაღალჩინოსნები არიან კონკრეტულ საქმეზე მოწმეები მათ შორის, ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის „ქართული ოცნების" და სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი, დადასტურება იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ „გააპრავონ" 2020 წლის არჩვენები",- განაცხადა ხუსკივაძემ.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა