07.07.2025 / 08:38
გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლება ცდილობა, დაფინანსების შეწყვეტით ან რაღაც პრივილეგიის დაკარგვით დაემუქროს ოპოზიციას

ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, დასაჯოს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არიან უმცირესობაში და ცდილობენ, დაფინანსების შეწყვეტით ან რაღაც პრივილეგიის დაკარგვით დაემუქრონ ოპოზიციას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ცვლილებებს ისინი მხარს არ დაუჭერენ, თუმცს, ხელისუფლება შეეცდება მიიღოს კანონები, რომელიც „კონკრეტული ოპოზიციური პარტიების რეპრესიებს და დასჯას უკავშირდება."

„ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ. ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განსაზღვრული პოლიტიკური პარტიებისთვის, ამის შეზღუდვა იქნება არაკონსტიტუციური. ალბათ არც ამის მიღება არ გაუჭირდებათ, ისევე, როგორც „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის და ეცდებიან გააკეთონ ის, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს და არა იქ მჯდომ რომელიმე დეპუტატს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს