ბადრი ჯაფარიძე - ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად ვერ შევაფასებთ, ჩვენ ვხედავთ მართვის პრობლემას

ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად ვერ შევაფასებთ - ჩვენ ალტერნატიული წინადადებები გვექნება, როცა მთავრობაში მოვალთ და დავაკომპლექტებთ მთავრობას,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილ მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავრობა არაკომპეტენტურია და პრობლემებს ვერ უმკლავდება.

„ჭარბი დავალიანების თემაზე დავსვამთ კითხვებს, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის ეს არის ძალიან დამაზიანებელი, როცა დიდი დავალიანების მქონე ქვეყნების რიგში გადადის ქვეყანა და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ვითარება, როცა 60 პროცენტს გადასცდა დავალიანება, ამავდროულად გვაქვს შესყიდვებთან დაკავშირებით კითხვები, პირდაპირი შესყიდვები, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, გაიზარდა, ამავდროულად ბიუჯეტის სრულიად არაბუნებრივი დაგეგმვა გვაქვს სხვადასხვა სტადიაზე. ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას დადებითად ვერ შევაფასებთ. ჩვენ ალტერნატიული წინადადებები გვექნება როცა მთავრობაში მოვალთ და ჩვენ დავაკომპლექტებთ მთავრობას. ახლა ჩვენ ვხედავთ მართვის პრობლემას და ეს არის არაკომპენტენტური მართვა, მთავრობა არ არის კომპეტენტური, რომ გაუმკლავდეს პრობლემებს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2022
ჰუბერტ ქნირში - გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ჯერ კიდევ გრძელია - ის, რაც რამდენიმე კვირაში ევროპის საბჭომ შეიძლება გადაწყვიტოს, არის გზის დასაწყისი, არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ერთად გვინდა ამ გზის გავლა
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს