UNDP-ის ხელმძღვანელი - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის სკოლაში - გაერო მხარს უჭერს ომბუდსმენს ნებისმიერ სიტუაციაში

ხშირად რთულია იყო სახალხო დამცველი, რადგან სიმართლე, რომელსაც სახალხო დამცველი ამბობს ყოველთვის არ არის მარტივი მისაღები - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის სკოლაში, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ფუნქციების შესრულების და მოვალეობის საფრთხის ქვეშ დაყენება ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად დემოკრატიას ქვეყანაში.

„დღეს გვქონდა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და თავად სახალხო დამცველთან. გაეროს განვითარების პროგრამა 10 წელზე მეტია მხარს უჭერს სახალხო დამცველს და ძალიან ამაყი ვართ იმ ერთობლივი შედეგებით, რასაც მივაღწიეთ. მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელსაც ასევე კონსტიტუციით ევალება ადამიანის უფლებების მონიტორინგი ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ხშირად რთულია იყო სახალხო დამცველი, რადგან სიმართლე, რომელსაც სახალხო დამცველი ამბობს, ყოველთვის არ არის მარტივი მისაღები და ასევე, მარტივი გამოსათქმელი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ფუნქციების შესრულება და მოვალეობის საფრთხის ქვეშ დაყენება ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად დემოკრატიას ქვეყანაში და ზღუდავს დემოკრატიას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მინდა მოვუწოდო როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე, დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის სკოლაში. ჩვენ, როგორც გაერო მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ სახალხო დამცველის მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს