ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, „ლე ფიგარომ“ საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა არის აღწერილი.

მათივე ცნობთ, საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრეს-ტურიგამართა. „ლე ფიგაროს“ ჟურნალი ყოველკვირეულად 370 ათასიანი ტირაჟით იბეჭდება, ხოლო ვებ-გვერდს ყოველთვიურად 146 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

„საქართველოს მთავარი გამზირი სახელგანთქმული მწერლის სახელს ატარებს, ეს აქაური ელისეის მინდვრებია, სადაც ულამაზესი შენობებია განლაგებული, მათ შორის, რენესანსულ-კავკასიური სტილის ოპერის შენობა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცარისტული გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. შედარებით შეძლებულმა ხალხმა აქ აიშენა მცირე სასახლეების მსგავსი ვილები, როგორიცაა მაგალითად, ამჟამინდელი სახვითი ხელოვნების სკოლა „ათას-ერთი ღამის“ სასახლის მსგავსი ინტერიერით,სარკეებიანი დარბაზებით, დამზადებული (ირანელი ყაჯარი ოსტატების მიერ) ყაჯარის სტილში.

რაც შეეხება მწერალთა სახლს, ეს არტ-ნუვოს სტილის ნამდვილი სამკაულია, სადაც მწერლები ბინადრობდნენ და სადაც ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მსგავსი შეხვედრის მონაწილე ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი გახლდათ. მწერალთა სახლში, ახლო მომავალში, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

„ძალიან ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის შვილი სტალინი, გმირი იყო”, - გვიხსნის მუზეუმის ენერგიული დირექტორი ნატაშა ლომოური - „სკოლებში ცუდად ისწავლება აღნიშნული პერიოდის ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ, აღვადგინოთ იმდროინდელი რეალობა“, - წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი და თბილისის აღწერასთან ერთად სტატიაში მნიშვნელოვან დროს უთმობს ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.

„ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთისმიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, -წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“,-აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

„მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, - გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა.

მართლაც რა მოხდება, თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება? ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12-ე საუკუნეში სამეფო „ოქროსხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა. ეს ფიქრები ჩვენ თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ -„თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს „თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე, რომ აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“, - წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, „ლე ფიგარომ“ საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა არის აღწერილი.

მათივე ცნობთ, საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრეს-ტურიგამართა. „ლე ფიგაროს“ ჟურნალი ყოველკვირეულად 370 ათასიანი ტირაჟით იბეჭდება, ხოლო ვებ-გვერდს ყოველთვიურად 146 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

„საქართველოს მთავარი გამზირი სახელგანთქმული მწერლის სახელს ატარებს, ეს აქაური ელისეის მინდვრებია, სადაც ულამაზესი შენობებია განლაგებული, მათ შორის, რენესანსულ-კავკასიური სტილის ოპერის შენობა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცარისტული გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. შედარებით შეძლებულმა ხალხმა აქ აიშენა მცირე სასახლეების მსგავსი ვილები, როგორიცაა მაგალითად, ამჟამინდელი სახვითი ხელოვნების სკოლა „ათას-ერთი ღამის“ სასახლის მსგავსი ინტერიერით,სარკეებიანი დარბაზებით, დამზადებული (ირანელი ყაჯარი ოსტატების მიერ) ყაჯარის სტილში.

რაც შეეხება მწერალთა სახლს, ეს არტ-ნუვოს სტილის ნამდვილი სამკაულია, სადაც მწერლები ბინადრობდნენ და სადაც ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მსგავსი შეხვედრის მონაწილე ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი გახლდათ. მწერალთა სახლში, ახლო მომავალში, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

„ძალიან ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის შვილი სტალინი, გმირი იყო”, - გვიხსნის მუზეუმის ენერგიული დირექტორი ნატაშა ლომოური - „სკოლებში ცუდად ისწავლება აღნიშნული პერიოდის ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ, აღვადგინოთ იმდროინდელი რეალობა“, - წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი და თბილისის აღწერასთან ერთად სტატიაში მნიშვნელოვან დროს უთმობს ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.

„ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთისმიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, -წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“,-აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

„მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, - გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა.

მართლაც რა მოხდება, თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება? ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12-ე საუკუნეში სამეფო „ოქროსხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა. ეს ფიქრები ჩვენ თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ -„თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს „თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე, რომ აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“, - წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია