საპატრიარქოში სინოდის წევრებსა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას სინოდის წევრები და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესწრებიან. ასევე შეხვედრაზე იმყოფებიან სხვადასხვა ორგანზიაციების წარმომადგენლებიც.

"ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ წარმომადგენელის, მაია მგელიაშვილის განცხადებით, ის რამდენიმე დღე პანსიონატში მუშაობდა და ახლა ჩამოვიდა შეხვედრაზე იმის გამო, რომ სიტუაციური ანალიზი მიაწოდოს.

"პანსიონატში ვმუშაობდი ეს დღეები. დღეს ჩამოვედი და უნდა მივაწოდო სიტუაციური ანალიზი. ჩემი ორგანიზაციიდან დამიკავშირდნენ, რომელიც შეხვედრაზე იმყოფება და მთხოვა, რომ ჩამოვსულიყავი. ვისი ინიციატივით იმართება, ეს შეხვედრა ვერ გეტყვით. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ყველა დიდი დაწესებულება უნდა დაიხუროს და მოექცეს ბავშვზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებში. ამაზე არამარტო დღეს, არამედ წლებია ვსაუბრობ. ეს ეხება არამარტო ნინოწმინდას, არამედ დიდი ზომის პანსიონატებს" , - განაცხადა მგელიაშვილმა.

შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა