IDFI -  შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილების გახანგრძლივების თაობაზე კანონპროექტის განხილვას, გამარტივებული წესით ითხოვენ

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განცხადებით ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დეპუტატები კანონპროექტის განხილვას გამარტივებული წესით ითხოვენ.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს მთავრობისთვის გადაცემული უფლებამოსილების გაგრძელების გადაწყვეტილება გამარტივებული წესით და ჩაატაროს სრულფასოვანი საპარლამენტო განხილვა.

„2021 წლის 9 ივნისს, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონის პროექტი, რომელიც მთავრობისთვის პანდემიის სამართავად მინიჭებული უფლებამოსილების გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები კანონპროექტის განხილვას გამარტივებული წესით ითხოვენ, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ადამიანის ძირითადი უფლებათა შესაძლო დარღვევებზე, ისევე როგორც მათი დაცვის პროცესუალური თუ მატერიალური მექანიზმების გაძლიერებაზე სრულფასოვან საპარლამენტო მსჯელობას.

უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა კოვიდ რეგულაციების შემოღებისა და აღსრულების არაერთი პრობლემა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს "კომენდანტის საათი", რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური ცვლილებების მიუხედავად 8 თვეა უწყვეტად მოქმედებს. არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა გადაადგილების თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს. ამ რისკებს განსაკუთრებით აძლიერებს მთავრობისთვის გადაცმული უფლებამოსილების ფარგლები და მთავრობის საქმიანობის გაუმჭვირვალობა. ასევე შესუსტებული საპარლამენტო, სამოქალაქო თუ სასამართლო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს მთავრობისთვის გადაცემული უფლებამოსილების გაგრძელების გადაწყვეტილება გამარტივებული წესით და ჩაატაროს სრულფასოვანი საპარლამენტო განხილვა. იმსჯელოს მთავრობის მიერ პანდემიის სამართავად განხორციელებული ღონისძიებების პროპორციულობისა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის პრევენციული მექანიზმების გაძლიერების თაობაზე“,-აღნიშნულია IDFI-ს განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო