„საერთაშორისო გამჭვირვალობა” - მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას

მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის "საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში" ფარგლებში, წარმოდგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება.

კვლევაში, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდშია ჩატარებული, ნათქვამია, რომ კოვიდ პანდემიის დროს, განრიგით გათვალისწინებული 11 „მინისტრის საათის“ ნაცვლად, მხოლოდ 4 „მინისტრის საათი“ ჩატარდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას საერთოდ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

„მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ., მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს. საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა; ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას მინისტრები არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს. საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.

არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას,”- ნათქვამია ანგარიშში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სარეკომენდაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ანგარიშვალდებულმა ორგანოებმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტს ხელი უნდა შეუწყონ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებაში, პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესაბამის პროცედურებს, იმის მიუხედავად, კონტროლის ინიციატორი მმართველი პარტიაა თუ ოპოზიცია;

„მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებების მიერ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე და საკითხი დეტალურად განიხილებოდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. აუდიტის დასკვნების და რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გასაზრდელად მიზანშეწონილია, იურიდიულ კომიტეტთან ერთად შეიქმნას ფორმატი, რომელიც დააკვირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე რეაგირებას“ , - ნათქვამია ორგანიზაციის სარეკომენდაციო ნაწილში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” - მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას

მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) გრანტის "საპარლამენტო ზედამხედველობის შეფასება საქართველოში" ფარგლებში, წარმოდგენილ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება.

კვლევაში, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდშია ჩატარებული, ნათქვამია, რომ კოვიდ პანდემიის დროს, განრიგით გათვალისწინებული 11 „მინისტრის საათის“ ნაცვლად, მხოლოდ 4 „მინისტრის საათი“ ჩატარდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას საერთოდ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

„მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ., მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს. საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა; ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას მინისტრები არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს. საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.

არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას,”- ნათქვამია ანგარიშში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სარეკომენდაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ანგარიშვალდებულმა ორგანოებმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტს ხელი უნდა შეუწყონ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებაში, პასუხისმგებლობით მოეკიდონ შესაბამის პროცედურებს, იმის მიუხედავად, კონტროლის ინიციატორი მმართველი პარტიაა თუ ოპოზიცია;

„მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განახორციელოს მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებების მიერ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულებაზე და საკითხი დეტალურად განიხილებოდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. აუდიტის დასკვნების და რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის გასაზრდელად მიზანშეწონილია, იურიდიულ კომიტეტთან ერთად შეიქმნას ფორმატი, რომელიც დააკვირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე რეაგირებას“ , - ნათქვამია ორგანიზაციის სარეკომენდაციო ნაწილში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია