სერგო ჩიხლაძე - მიმზიდველი იქნება ტურისტისთვის, რომ ჩამოვიდეს და 10 საათზე სახლში გაიქცეს?

მიმზიდველი იქნება ტურისტისთვის, რომ ჩამოვიდეს და 10 საათზე სახლში გაიქცეს? ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ და მეორე მხრივ, ისეთ რეგულაციებს ვტოვებთ, რაც ამას ხელს უშლის,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ტურისტული სეზონის გახსნას გამოეხმაურა.

ჩიხლაძე აცხადებს, რომ „კომენდანტის საათის“ მოქმედების პირობებში საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ვერ იქნება. მისი თქმით, ხელისუფლებას სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინირებაზე და ტესტირებაზე უნდა ეზრუნა.

"ტურისტული სეზონი გავხსენით, მაგრამ „კომენდანტის საათი“ დავტოვეთ, როგორ წარმოგვიდგენია ტურისტული სეზონი „კომენდანტის საათის“ პირობებში, ეს სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება როგორც გარე ისე შიდა ტურიზმისთვის. სახელმწიფომ არ იზრუნა ტურისტულ სექტორში და მასთან ახლო მყოფ სექტორებში დასაქმებულ ხალხზე, რომელზეც თავიდანვე იყო მოწოდება ჩვენგან, რომ ჩატარებულიყო მათი ტესტირება, რომ რისკები არ ჰქონოდათ ტურისტული სეზონის პერიოდში, ტურისტიც თავს დაცულად იგრძნობდა.

მიზნობრივ ჯგუფებზე მუშაობა სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს და როგორ წარმოგვიდგენია ტურისტული სეზონის მიმზიდველობა „კომენდანტის საათის“ დაწყების პირობებში. ეს მიმზიდველი იქნება ტურისტისთვის, რომ ჩამოვიდეს და 10 საათზე სახლში გაიქცეს? ერთი მხრივ ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ და მეორე მხრივ, ისეთ რეგულაციებს ვტოვებთ, რაც ამას ხელს უშლის. რისკების მინიმიზება შეიძლება იმით, რომ ტურისტულ სექტორში დასაქმებული ხალხი თავის დროზე აგვეცრა და ახალი ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა უცხოელი ტურისტებისთვის, ვინც ვაქცინირებულნი შემოდიან, ამას უკვე იყენებენ ქვეყნები და ჩვენებმა ახლა დაანონსეს, რომ ამას გააკეთებენ, ეს უკვე გაკეთებული უნდა იყოს,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ