კახა კუჭავა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და დღის წესრიგზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციების და კომიტეტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა პარლამენტში პროცესის ინკლუზიურობის მნიშვნელობას.

"მარკ კლეიტონმა განსაკუთრებულად აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შემუშავებული საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია აწერს.

მისი თქმით, დიდი შვიდეულისა და ნატო-ს სამიტის წინ, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ვორდროპების სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობაზე, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო დონეზე.

ელჩმა კიდევ ერთხელ პოზიტიურად შეაფასა "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება.

კახა კუჭავამ მარკ კლეიტონს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა