იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - დღეს ცხრავე კანდიდატმა მიიღო საბჭოს წევრების მხარდაჭერა და მათი კანდიდატურები წარედგინება პარლამენტს, რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, ვფიქრობ ასეთი არ ყოფილა

დღეს ცხრავე კანდიდატმა მიიღო საბჭოს წევრების მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, მათი კანდიდატურები წარედგინება პარლამენტს, რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს ვფიქრობ ასეთი არ ყოფილა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ფაქტი, რომ საბჭოს ყველა წევრს ყველა კანდიდატისთვის მხარი ერთხმად დაეჭირა, არ ყოფილა.

„ჩემი და საბჭოს ყველა წევრის დასაბუთება, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა მათთვის მხარის დაჭერა არის ღია და ატვირთულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე, ვერ ვიტყვით, რომ ყველამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი ყველა კანდიდატს, ასეთი რამ არ ყოფილა. მე მივეცი შეფასება, რომ ყველა მათგანი კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა”, - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება და ნაკლებად ეხება სასამართლო ხელისუფლებას.

„შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხება სასამართლო ხელისუფლებას თუ ის არ არის ასახული კანონში. ამასთან, უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა არ არის, ჩვენ წარვუდგენთ კანდიდატებს პარლამენტს და მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ, თუნდაც პოლიტიკური შეთანხმების გათვალისწინებით. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ეს პროცედურებები ჩავატაროთ”, - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს