ანრი ოხანაშვილი - ან აწერენ ხელს მიშელის დოკუმენტს, ან არ აწერენ - "ნაცმოძრაობას" მოუწევს შეთანხმებაზე ხელის მოწერა

არ არსებობს შესაძლებლობა მიშელის დოკუმენტის ცალკეულ პუნქტებზე ხელმოწერის, ან აწერენ ხელს დოკუმენტს, ან არ აწერენ - "ნაციონალურ მოძრაობას" აუცილებლად მოუწევს შეთანხმებაზე ხელის მოწერა,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ კვლავ მოუწევთ თავიანთი სიტყვების უკან წაღება.

"ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ ვთქვით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს ხელის მოწერა შარლ მიშელის დოკუმენტზე, ამ ხალხის სიტყვას დიდი ხანია ფასი დაკარგული აქვს. მათ ჰქონდათ არაერთი განცხადება, რომ კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამენ, მერე მოუწიათ გადადგმა, მოუწიათ მათი სიტყვების უკან წაღება, ასევე, დამერწმუნეთ, შესაბამის დროში მოუწევთ მათი სიტყვების უკან წაღევა, რომ ისინი ხელს არ აწერენ, მოაწერენ ხელს, საკმარისი დრო აქვთ ამ ხალხს რომ ასევე შემოუერთდნენ ამნისტიას,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ში ვიზიტად მყოფმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დიდია ინტერესი 19 აპრილის შეთანხმების მიმართ, რადგან რეფორმების დღის წესრიგი ამან უნდა განაპირობოს. მისივე თქმით, "მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება“ “ამნისტიის შესახებ“ ამ მავნებლურ კანონს მიიღებს, რასაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებიც არ უჭერენ მხარს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს, დოკუმენტის სულისკვეთებას შეუერთდეს". როგორც ბოკუჩავა ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტის დანარჩენ ვალდებულებებს აბსოლუტურად იზიარებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა