სახალხო დამცველი - ბოლო წლებია ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში ხელი ეშლება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლო წლებში ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში,ასევე შეკრებისა და მანისფესტაციის თავისუფლად განხორციელებაში ხელი ეშლებათ. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა საფრთხეების დაზღვევისთვის.

ნინო ლომჯარიამ იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

„შეკითხვა იყო, უნდა ჩატარდეს თუ არა „ღირსების მარში“-ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველი პრაქტიკულად წლებია საუბრობს, 2012, 2013 წლებიდან, როდესაც უკვე ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი იმ პირების მიმართ, რომლებიც თანასწორობის საკითხებზე გამოვიდნენ ქუჩაში და საკუთარი აზრის გამოხატვა სურდათ. ბოლო წლებია ხელი ეშლება ლგბტ თემს და მის მხარდამჭერებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაში, შეკრებისა და მანისფესტაციის თავისუფლად განხორციელების რეალიზაციაში. ვფიქრობ, შსს-მ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, რა გააკეთა იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი საფრთხე მუდმივად არსებობს, ეს საფრთხეები დაზღვეული იყოს. არ შეიძლება ყოველწლიურად გვესმოდეს იმის შესახებ, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები და თუ საფრთხეები არსებობს, მაშინ უნდა გვესმოდეს, რას აკეთებს პრევენცისითვის სამართალდამცავი ორგანოები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მითუმეტეს, რომ შეკრებების შესახებ წინასწარ არის გაცხადებული და ამ შემთხვევაში, პრევენციული ღონისძიებების გატარება უფრო მეტად რეალისტურია. ამიტომ, ველოდებით,რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულად უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების დაცვას“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?