ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021

"საქართველოსთან დაკავშირებით უკეთეს შედეგს ველოდი“ - იგორ კვესელავა ჟენევის სამიტზე

იქნება თუ არა მე-4 ტალღა და რას შეუძლია მისი შეკავება

***

"საქართველოსთან დაკავშირებით უკეთეს შედეგს ველოდი“ - იგორ კვესელავა ჟენევის სამიტზე

“ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ეს ბაიდენ-პუტინის კი არა პოლიტიკური კონტქსტით და თუნდაც პიროვნული ასპექტიდან გამომდინარე სამწუხაროდ პუტინ-ბაიდენის შეხვედრა იყო - ასე შეაფასა „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ ჟენვაში გამართული აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც საქრათელოს საკითხი განხილული არ ყოფილა, პოლიტოლოგი კი ამბობს, რომ კავკასიის საკითხს წამოჭრას „სულით და გულით" ელოდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "საქართველოსთან დაკავშირებით უკეთეს შედეგს ველოდი“ - იგორ კვესელავა ჟენევის სამიტზე

„იგორ კვესელავას თქმით, პუტინის პრესკონფერენციაზე ჟუნალისტებთან საუბრისას თავისი სიღრმით და გათვლით, მისი ზუსტი პასუხები რუსეთისა და მისი პოლიტიკისათვის საოცრად მისაღები იყო, რომელსაც ის მთელს მსოფლიოში და მათ შორის კავკასიაშიც აწარმოებს. სულით და გულით ველოდი, რომ რაიმე სერიოზული ნათქვამი იქნებოდა კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე - მსგავსი რამ ვერავინ ვერ მოისმინა. ბაიდენის პრესკონფერენციასაც მოვუსმინე და იქაც არ დასმულა ეს საკითხი. ასე რომ, ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური აზრი შეჯერებულია იმაზე, რომ ეს პუტინთან მიმართებაში აშშ-ის მოსაგები პოლიტიკური სვლა ვერ იყო, ამ შემთხვევაში პუტინი უფრო დამაჯერებელი ჩანდა თავისი შეხედულებებით, რომელი შეხედულებებიც ჩვენთვის რა თქმა უნდა მისაღები არაა, თუმცა მსოფლიომ ასე აღიქვა. საქართველოსთან დაკავშირებით უფრო უკეთეს შედეგს ველოდი. დღის წესრიგში საქართველოზე საუბარი ამერიკიდან უნდა ყოფილიყო შეთავაზებული. განცხადებებიდან ეს არ გამოჩნდა. საქმე იმაშია, როდესაც იმპერიის ლიდერის შესახებ იტყვი, რომ ისაა მკვლელი, მერე ფსიქოლოგიურადაც შებორკილი ხარ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ბაიდენი რაღაც შებორკილი და შეწუხებულიც იყო და შეხვედრისთვის ვერც ფსიქოლოგიურად და ვერც პოლიტიკურად მზად ვერ აღმოჩნდა, რათა საქართველოსთვის და კავკასიისთვის რაიმე სასიკეთო გაჟღერებულიყო, რომ რაღაცას ჩავეჭიდოთ. მან ამ შემთხვევაში არავითარი ხელჩასაჭიდებელი არ მოგვცა.როცა ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკად 2"-ის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო, რუსეთისთვის სერიოზული დათმობა განახორციელა. ესაა უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა, ერთის მხრივ იდგა რუსეთი, მეორეს მხრივ გერმანია და სხვა სახელმწიფოები”, - აღნიშნავს გამოცემა.

„კვესელავას თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ომები შემთხვევით არ ხდება. ამას თავისი პოლიტიკური საფუძვლები ჰქონდა. ეს დამალულიც არ იყო, მაგრამ აქ მთავარია რა შედეგს მიიღებ აქედან. 1992 წლის ომიდან საქართველომ ყველაზე უარესი შედეგი მიიღო, ასევე უმკაცრესი და მიუღებელი შედეგი მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში. საერთოდ ომის დროს ორივე სახელმწიფო რაღაც შედეგს იღებს-ხოლმე, პირველი მსოფლიო ომი შედეგიანი იყო იმ გაგებით, რომ ამან ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო განვითარებაზე თავისი ზეგავლენა მოახდინა. ყველა ომი რაღაც ასპექტში მომგებიანია, ასევე მეორე მსოფლიო ომში უზარმაზარი მსხვერპლი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირისთვის მომგებიანი იყო იმ კუთხით, რომ გადიდდა და ყველა კონტინენტზე კომუნისტური სისტემის დანერგვა დაიწყო. ევროპისთვისაც აღმოჩნდა სასიკეთო, რადგან მარშალის გეგმა შემოვიდა, ევროპა გაძლიერდა და გერმანია წინ წავიდა. მე ამ მხრივ საქართველოსთვის რაიმე შედეგს ვერ ვხედავ, მე ვხედავ უშედეგობას. ზუსტად პუტინისა და ბაიდენს შორის შეხვედრაზე ამ ომების შესახებ რაღაც ნათქვამი უნდა ყოფილიყო, გაიყინა კონფლიქტების საკითხზე მსჯელობა თუ არა, გამოდიან ჩვენი პარლამენტარები და ყველაფერს ამართლებენ. რასაც ჩვენი პარლამენტარები ამ შეხვედრზე საუბრობენ, ამის თუ მართლა სჯერათ, მაშინ მათ პარლამენტში რა უნდათ. ახლა მგონია, რომ დამოკლეს მახვილივით რუსეთის ხელი ჩვენს თავზე ქანაობს”, - განაგრძობს გამოცემა.

„კორესპოდენტის კითხვაზე, თუ რატომ არ ახსენეს ჟენევის რუსეთ-ამერიკის სამიტზე საქართველო? კვესელავას თქმით, ისიც კი არ ვიცით, მათი შეხვედრა რამდენ ხანს გრძელდებოდა, რადგან სხვადასხვა ტელევიზია სხვადასხვა დროს ასახელებდა. ბაიდენი რუსეთისგან თუ რაიმეს არ მიიღებდა, მაშინ შეხვედრის გაგრძელებასაც აზრი არ ჰქონდა. ეს ჩვენი განსასჯელია რაა, მაგრამ ამ სამი საათის განმავლობაში იქ გადაკრულადაც არ ყოფილა კავკასიაზე საუბარი. ისმება კითხვა, როდის უნდა ითქვას? ჩვენ არ ვიცით შემდეგი შეხვედრა როდის იქნება, ყველაზე უმაღლესი საფეხური, სადაც ეს საკითხები უნდა გარკვეულიყო, ესაა ლიდერების შეხვედრა. მე არ იცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ ფაქტმა რუსეთს კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა, რომ ჩვენს მიმართ პოლიტიკური ზეგავლენა გააძლიეროს და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში კონკრეტულ შედეგს ვერ მივაღწიოთ. ამის ინიციატივა ბაიდენს უნდა გამოეჩინა, მაგრამ თითქოს ფორმაში არ იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ აშშ საქრათველოსათის ნაბიჯს არ გადადგამს, რომ რუსეთს დაეჯახოს რადგან აქაა მესამე ძალა, ესაა ჩინეთი, რომელზეც ნაპოლეონს აქვს ნათქვამი, რომ ამ გველეშაპს ნუ გამოაღვიძებთო. მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოიღვიძა და თავისი ტექნიკით და ნიჭიერებით უკვე გადაიქცა იმ ძალად, რომელთანაც რუსეთი დგას და მათი მორევა აშშ-ს არ თუ ვერ ძალუძს. მე ეს ვიგრძენი. მაგალითად, ტრამპი სხვანაირი იყო”, - დასძენს გამოცემა.

„კითხვაზე, დონალდ ტრამპი, რომ ყოფილიყო რას იზამდა ამ შეხვედრაზე, კვესელავას აზრით, ტრამპი ჩემპიონივით მოიქცეოდა, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი იქნებოდა ტრამპი. ის და პუტინი ერთმანეთს იცნობენ და მათ პოლიტიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც დაზვერილი აქვთ ერთმანეთი, ისინი ასეთ ვითარებაში თითქოს ერთმანეთთან თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ, არც ტრამპი სჯობდა და არც პუტინი. ახლა კი ამერიკის ლიდერი ვერ იყო იმ ფორმაში, რომელსაც შეეძლო, რომ ხაზი გადაელახა და რუსეთისათვის რაღაცა მინიშნება გაეკეთებინა, ან ეთქვა, რომ მე ვარ ამერიკა და ამერიკას სხვანაირად უნდა შევხედოთო. ტრამპთან კი ეს იყო, რომ „მე ვარ ამერიკა", რომლის გვერდით სხვა სამყარო დგას, ახლა ისე გამოვიდა, რომ მე ვარ რუსეთი და მის გვერდით ჩინეთ დგას. არსებობს მშვიდობიანი პოლიტიკა, მსოფლიოში არის რბილი ძალა და არის მშვიდობიანი ომები, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით რომ იყო საუბარი, რა თქმა უნდა პუტინმა ის არ თქვა, რაც უნდა ეთქვა, მაგრამ აქაც თითქოს პუტინის საუბარი უფრო დამაჯერებელი გამოდიოდა და ასე გამოჩნდა თითქოს, რომ რუსეთი ანგელოზია და ეს ყველაფერი სხვა სამყაროს მიერაა გაკეთებული. პუტინმა რუსეთი ფრთაშესხმულ ანგელოზად გამოიყვანა, თითქოს მსოფლიოში ასეთი დემოკრატიული ქვეყანა არსად არაა გარდა რუსეთისა. აქედან გამომდინარე, გულახდილად რომ გითხრათ, ბაიდენი პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად მოუმზადებლად მივიდა, იმ დიალოგისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, სადაც ის უპირატესობას მოიპოვებდა. მისთვის დიალოგი დიალოგად დარჩა. ამიტომაც გამსახურდია ამბობდა, საქართველო ცალსახად არც რუსეთს, არც ამერიკას არც ევროპას არ უნდა მიებასო. ჩვენ სამწუხაროდ აშშ-ის სხეულზე ცალსახად მივებით”, - წერს გამოცემა.

"რაც შეეხება ბრიუსელის ნატოს სამიტს, კვესელავას აზრით, რომ ვამბობთ კარი ღიაა, გავიდა აგერ ოცდაათი წელი და კარი ღიაა, კარი უნდა იყოს დაკეტილი და ვიღაცამ უნდა უნდა გაგვიღოს, თორე თუ ღია კარია, მაშინ პირდაპირ შედი, თუმცა ასე ადვილიც არ ყოფილა. ეს ვიცი ფიგურალური გამოთქმაა, მაგრამ მირჩევნია დაკეტილი კარი გამიღონ და მიმიპატიჟონ, ვიდრე მიძახონ, რომ კარი ღიაა და შემოდიო. რაც შეეხება არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, კვესელავას თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების ეს მდუმარება ოპტიმისტური აღარ იყო, ასეთია სიტუაცია, რომ ან უნდა თქვან ის რაც მათ უნდათ, ან უნდა თქვან ის, რაც არაა. ბუნებრივია ბაიდენის გამოსვლა ქართული პოლიტიკისათვის დარტყმა იქნებოდა, რადგან საქართველოსთვის წამგებიანია. თუ ყურადრება მიაქციეთ ამ სამი დღის განმავლობაში შიდა პოლიტიკური მკვეთრი განცხადებები არ გაკეთებულა, რადგან ჩვენ ერთის მხრივ ნატოს გადაწყვეტილებას ველოდით, მეორეს მხრივ ბაიდენ-პუტინის შეხვედრას. ამ ორი შეხვედრის შერმდეგ ქართულმა პოლიტიკამ უკვე სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს, თუ სად ვართ, სად მივდივართ და სად უნდა ვიყოთ. თუ ბალანსირების პოლიტიკა გვინდა, მაშინ ამას უნდა გავყვეთ და თუკი ეს არ გვინდა, მაშინ ჩვენ ცალსახად უნდა გადავწყვიტოთ ვისთან უნდა ვიყოთ. ჩვენი პარლამენტი თავისი პოლიტიკური განზომილებებით და გააზრებით სუსტია, მათი გადაწყვეტილებები ერთიდაიგივე წყლის ნაყვაა, ასევეა ოპოზიციაც. ერთ ადგილზე ტკეპნიან ერთის მხრივ ხელისუფლება და მეორეს მხრივ ოპოზიცია. ასეთ სიტუაციაში უნდა გამოჩნდეს ძალა, რომელიც ამ ტკეპნას თავს დაანებებს და წინ გაემართება.გახარიამ აჭარაში თავისი გუნდი ჩამოაყალიბა, ალბათ მისი პარტიაც მალე იქნება, ჯერ პარტიაც არაა ჩამოყალიბებული, გახარია ჯერჯერობით კერძო პირია და ის ბრიუსელში ძალიან მაღალი რანგის პლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრებს მართავს. ოპოზიცია რა თქმა უნდა დადის ამერიკაშიც, ევროპაშიც, მაგრამ იქ მაღალი რაგნის მოღვაწეებს არ ხვდებიან. ოპოზიციასთან მათი დამოკიდებულება ყველა ვარიანტში მაინც შეზღუდულია. ის ასევე ევროპარლამენტარებს, სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და ნატოს მაღალჩინოსნებს ხვდება. ეს მნიშვმნელოვანი მომენტია და ქართული სინამდვილიდან 2-3 კვირიან პარტიებს არსად ამ რაგის შეხვედრები არ გაუმართავთ. ესაა საქართველოს პოლიტიკური ისტორიაში პირველი შემთხვევა. რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ის ყოფილი პრემიერია, მაგერამ ის უკვე ხელისუფლების წარმომადგენელი არაა. ევროპასაც და ნატოსაც სურთ, რომ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციის აზრი მოისმინოს. მელიაც ამერიკაში შეხვედრებს მართავს. ვნახოთ, რა პასუხებით ჩამოვა. იქ ბუნებრივია საქართველოს ლობისტებს შეხვდა, მეორეს მხრივ „ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბებული პარტიაა, მელიაც ჩამოყალიბებულია, მას თავისი ბიოგრაფია აქვს, ციხეც ბიოგრაფიაა”, - წერს სტატიის ავტორი.

იქნება თუ არა მე-4 ტალღა და რას შეუძლია მისი შეკავება

"საქართველომ უკვე თვეზე მეტია რაც მესამე ტალღის პიკი გადაიარა, თუმცა ყოველდღიური ინფიცირებისა და ლეტალობის ისევ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სპეციალისტების აზრით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში მკაცრი რეგულაციები მოხსნილია და „ინდური შტამიც" ცირკულირებს. პარასკევს კოვიდ-19- ის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 17-ს შეადგენს, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 2,35%, ბოლო 14 დღის - 2,47%, ბოლო 7 დღის - 2,5%.სულ აცრილია - 225 666 ადამიანი, დღიურად კი 4 441. 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 741 შემთხვევა გამოვლინდა, 18 კი გარდაიცვალა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, იქნება თუ არა მე-4 ტალღა და რას შეუძლია მისი შეკავება

"როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, არსებული ეპიდსიტუაცია გახსნილი ქვეყნისა და შტამების პირობებში მოსალოდნელი იყო, და აუცილებელია რეგულაციების დაცვა და აქტიური ვაქცინაციაა, რათა ქვეყანა მეოთხე ტალღის წინაშე არ დადგეს. კარგი იქნებოდა, რომ ინფიცირების რიცხვი ჩამოსულიყო, ათეულ და ოცეულ შემთხვევებზე ყოფილიყო, მაგრამ სიტუაცია, რაც ახლა ჩვენთანაა, ეს ბუნებრივია და მოსალოდნელი იყო, რადგან მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულის მეორე ნახევრიდან ფაქტიურად ყველა მთავარი რეგულაცია მოიხსნა, რეგულაციების გარეშე კი ეპიდსიტუაციის უფრო გაუმჯობესება, თუ მასიური ვაქცინაცია არ წავა, წარმოუდგენელია. „ის, რომ ჩვენ ამ რამდენიმე ასეულიან ნიშნულს ვინარჩუნებთ, ეს ბუნებრივია, არც ცუდია და არც კარგი, საყურადღებოა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, არ ველოდები, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება მკვეთრად მოხდება, დიდი ალბათობით ივლისში შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს და დღიური მაჩვენებელი 200-300-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ უფრო მეტად კლება არ იქნება და ის, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში შემთხვევებმა მოიმატოს, ამის რისკები რჩება, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოში ინდური შტამის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. „დიდი ალბათობით ამ პერიოდში ინდური შტამი ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც გავრცელდება და ჩვენც რისკები შეგვექმნება, ამიტომ ორი რამ ძალიან მნიშვნლოვანია, ერთი ის, რომ, როგორც დაანონსდა, ივლისისთვის საყოველთაო ვაქცინაცია აქტიურად წავიდეს და ადამიანები აიცრან, და მეორე ის, რომ მაინც ზაფხულია და შესაძლოა მოვდუნდეთ, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები დავიცვათ, განსაკუთრებით ეს საკურორტო ზოლს ეხება, ზღვის სანაპიროებს, აჭარის რეგიონს, სადაც ივლის-აგვისტოში დიდი რაოდენობით ადამიანი იყრის თავს, მობილობა გაიზრდება და ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკები გაიზრდება. „ამიტომ თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავიცავთ და ვაქცინაცია აქტიურად წავა, ვქფირობ, რომ ე.წ. მეოთხე ტალღა შესაძლოა არ გვქონდეს, მაგრამ რეგულაციების გარეშე გახსნილ ქვეყანაში ის რაოდენობა, რაც ახლა ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია უფრო მეტად რომ არ გაუმჯობესდა, ამაში უცნაური არაფერია," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან", - აღნიშნავს გამოცემა.

"აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი" დაამტკიცა. ავტორიზაცია ეხება მედიკამენტის გამოყენებას „კოვიდ 19"-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ იმყოფებიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების შედეგები, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ. მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ "სოტროვიმაბი" ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ინტერპრესნიუსის" კითხვას, ხომ არ იგეგმება ქვეყანაში მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატის "სოტროვიმაბის" შემოტანა, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა, განაცხადა რომ ამაზე სამინისტრო მუშაობს და პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენ სხვადასხვა მწარმოებელთან ვმუშაობთ უახლესი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე, რაც პოტენციურად დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კოვიდის შემთხვევაში. "სოტროვიმაბი" მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის პრეპარატია, მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის სხვა პრეპარატებიც არის. ჩვენ ამ ეტაპზე სხვა დასახელების მონოკლონური ანტისხეულის ქვეყანაში შემოტანაზე ვმუშაობთ დონაციის გზით, კონკრეტულად "ბამლანივამაბის" და "ეთისივამაბის" ქვეყანაში შემოტანაზე. "ვფიქრობთ, რამდენიმე კვირა დასჭირდება ამ პროცესის დასრულებას და გვექნება საშუალება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ჩვენს ქვეყანაშიც დავიწყოთ",- აღნიშნავს გაბუნია”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა