საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, საქმეების გამოძიება, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, არაეფექტურად მიმდინარეობს

საქმეების გამოძიება, რომლებშიც მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, არაეფექტურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა პროკურატურის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გასული ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, „პროკურატურა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის".

„ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ ასეთი საქმეები, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური პირები არიან მასში მონაწილეები, ასეთი არ სრულდება ხოლმე ეფექტურად, გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან მიმართებით, მაგრამ ეს გადადგომა ფაქტობრივად, არაფერს ცვლის, პროკურატურა არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და თანამდებობის პირის გადადგომა - არგადადგომა ცალკე აღებული არაფერს ცვლის. ეს პრობლემა ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო და შეიძლება ითქვას, რომ ამ არაეფექტური გამოძიებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები რჩება და შესაძლებელია, ამ საქმეშიც მსგავს შემთხვევას ჰქონდეს ადგილი",- განაცხდა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გასული აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს ასახავდა, იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო