„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

მთაწმინდის რაიონში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე დაზიანების აღსადგენად აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ტარდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და სატუმბო სადგურში აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 18 ივნისს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კიკეთის, ბეთანიის, კოჯრის და კვესეთის დასახლებებს; წავკისის დასახლებაში თრიალეთის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით- http://www.gwp.ge „,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა