მძიმეა მმართველი ძალის იმ რეაქციის ხილვა, რაც გიორგი გახარიას აშშ-ს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ბოლო დღეებში ჩატარებულ შეხვედრებს მოჰყვა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის“ წევრი ლევან დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შეხვედრასთან დაკავშირებით.
„გულწრფელად ვდარდობ რეაქციებზე, რაც შესაძლოა დღევანდელ შეხვედრებს მოყვეს. ველი სიტუაციის დამძიმებას!:)
ვცდილობ, დავინახო მცირედი განსხვავება დღევანდელი ხელისუფლების საინფორმაციო პროპაგანდასა და 2011-2012 წლებში მოქმედი "რეალ ტვ"- ის მცდელობებს შორის!“, - წერს ლევან დოლიძე.
ცნობისათვის, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.