პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიორგი გახარიას და პარტია “საქართველოსთვის” მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ დღისწესრიგს, რომელიც საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებს გულისხმობს.
„გახარიამ სენატორთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს დღისწესრიგში უდგას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე”, - აცხადებენ პარტიაში.