ანა დოლიძე - ოპოზიციამ ცალ-ცალკე განაცხადა, რომ ფიქრობენ საერთო კანდიდატზე - ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ ძალას და ადამიანს, რომელიც არის ნამდვილად დამოუკიდებელი

ჩემთვის ეს კვლევა ერთადერთ რაღაცას აღნიშნავს, რომ ის ბმა, რომელიც მქონდა ხალხთან, ძალაშია,- ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ IPSOS-ის და Edison Research-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავს.

„თუ შევხედავთ ამ რეიტინგს, დიდი ფული, დიდი რესურსი და მე, იქეთ კი ყოფილი პრემიერი, მოქმედი პრემიერი და ბიძინა ივანიშვილი. ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს კვლევა ერთადერთ რაღაცას აღნიშნავს, რომ ის ბმა, რომელიც მქონდა ხალხთან, ეს ბმა ძალაშია. რაც შეეხება, პარტიულ რეიტინგს, ჩვენი პარტია არის ერთი კვირის. ეს ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის დასაწყისია“, - განაცხადა დოლიძემ.

წამყვანის კითხვაზე, დავუშვათ ოპოზიციამ თქვას, ანა დოლიძეს ვასახელებთ საერთო კანდიდატად და მხარს ვუჭერთ, ასეთ დროს რამდენად რეალურია გამარჯვების შანსი, დოლიძე პასუხობს, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ „ძალას და ადამიანს, რომელიც არის ნამდვილად დამოუკიდებელი“.

„ოპოზიციურმა პარტიებმა ცალ-ცალკე განაცხადეს, რომ ისინი ფიქრობენ კანდიდატზე, მათ შორის საერთო კანდიდატზე. ვფიქრობ, რომ ამ კვლევის შემდეგ კარგად ჩანს, რომ ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ ძალას და ადამიანს, რომელიც არის ნამდვილად დამოუკიდებელი და ნამდვილად შუაში“, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა