გურამ ფალავანდიშვილი - „თბილისი პრაიდს“ წინ აღვუდგებით შიშველი ხელებით, დავიკავებთ იმ ტერიტორიებს, სადაც უნდა გაიარონ

„თბილისი პრაიდს“ წინ აღვუდგებით შიშველი ხელებით, დავიკავებთ იმ ტერიტორიებს, სადაც „ლგბტ“-ს წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ. იქ იმ შემთხვევაში გაივლიან, თუ პოლიცია დაიწყებს ჩვენს დასახიჩრებას და ხოცვას, - ამის შესახებ „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა, თუ რა სახის წინააღმდგობას გაუწევენ „ღირსების მარშის“ გამართვას.

მისი თქმით, თუ ვინმე დაზიანდება სავარაუდო დაპირისპირებისას, ამაზე პასუხისმგებლობას არა თვითონ, არამედ სახელმწიფო აიღებს. ფალავანდიშვილის განმარტებით „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ მათი გეგმა ასეთია: 30 ივნისს, 12:00 საათზე აქციას გამართავენ ევროკავშირის საელჩოსთან, იქიდან აშშ-ს საელჩოსთან გადაინაცვლებენ. 4 ივლისს, 19:00 საათზე კი, „რუსთაველის მეტროსთან“ კარვებს გაშლიან.

„ამის შემდეგ, 1-ელი ივლისიდან 5 ივლისამდე, თუ რამე აქტივობა ექნებათ მათ დახურულ თუ ღია სივრცეში, ყველგან მივალთ, რათა მათ ხელი შევუშალოთ. 4 ივლისს კარვებს დავცემთ რუსთაველის მეტროსთან. ეს იქნება პოლიციის ტესტი, ვის მხარეს არის. ჩვენ ვითავსებთ პოლიციის ფუნქციას. წესით, პოლიციაა ვალდებული, რომ მათ პლაკატები წაართვას, მაგრამ ამას პოლიცია არ გააკეთებს, რადგან ის არის გაყიდული. ამიტომ ჩვენ, ჰუმანურად ჩამოვართმევთ მათ პლაკატებს და გავიყვანთ მოედნიდან. ამ აქციას წინ შიშველი ხელებით აღვუდგებით, დავიკავებთ იმ ტერიტორიებს, სადაც „ლგბტ“-ს წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ. იქ, იმ შემთხვევაში გაივლიან, თუ პოლიცია დაიწყებს ჩვენს დასახიჩრებას და ხოცვას. შეიძლება გაიარონ ჩვენს გვამებზე, ისე იქიდან ჩვენი სურვილით წასვლას არ ვაპირებთ“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ფალავანდიშვილთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა თელეთის ხარების ტაძარის დეკანოზმა ბასილ იაშაკაშვილმა. მისი თქმით, „აქციაზე სასულიერო პირები ყველა რაიონიდან ჩამოდიან“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა