გორში მცხოვრები ვეტერანები ქობულეთში სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შშმ ვეტერანი ქობულეთში გაემგზავრა, სადაც ისინი 10-დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"მერიის დახმარებით, ჩვენი ვეტერანები წელს მეოთხედ მიდიან ზღვაზე. მათ თავისი ვალი მოიხადეს და ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. ვუსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას. ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველანაირად მათ გვერდით ვიქნებით",- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ვეტერანები ზღვისპირეთში გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გააცილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა