დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის და საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში აშენდება, საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

„შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა. ორივე მხრიდან იქნა გამოთქმული კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის პროცესი. საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები.

სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ამაში მონაწილეობას მიიღებენ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, -აღნიშნავს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის.

„პროცესი მიმდინარეობს და დახურვაზე და ვადებზე საუბარი არ არის. საუბარი იმაზე იყო, რომ არ შეიძლება პროცესების ხელოვნურად დაჩქარება. ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას, ან უკან დაბრუნებას“,-აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ამასთან, როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეუფე იაკობი „ძალიან ეფექტურად უძღვება საქმეს“.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 15 ივნისს დაინიშნა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანსიონის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ