91 დეპუტატის ხელმოწერით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.პროექტი 91 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტის აპარატის შესაბამისს სამსახურს უკვე გადაეცა. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „ლელოს“ წარმომადგენლები.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კონსულტაციების შედეგად შეჯერებული პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 2%-ია და დადგენილია მანდატების პროპორციული განაწილების წესი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე პუნქტით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე ჩამოდის.

ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე, მას პარლამენტი ვერ მიიღებს.

საკონსტოტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე განხილვამდე, ერთთვიანი სახალხო-საყოველთაო განხილვა გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა