თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია დღეიდან იცვლება

1-ელი ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს - თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია - „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება.

როგორც „თელმიკოს“ ინფორმაციაშია ნათქვამი, „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი.

„ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია, ენერგო სექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის.

აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ ის უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს 2 ქვითარს:

1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელასისგან“,

1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელმიკოსგან“.

შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას: ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას.

აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში მოქმედებს. შემდგომში, მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც.

თელასის მომხმარებელთა დეპოზიტები, ავტომატურად გადადის კომპანია „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია დღეიდან იცვლება

1-ელი ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს - თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია - „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება.

როგორც „თელმიკოს“ ინფორმაციაშია ნათქვამი, „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი.

„ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია, ენერგო სექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის.

აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ ის უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს 2 ქვითარს:

1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელასისგან“,

1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელმიკოსგან“.

შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას: ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას.

აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში მოქმედებს. შემდგომში, მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც.

თელასის მომხმარებელთა დეპოზიტები, ავტომატურად გადადის კომპანია „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია