გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ საპატიმრო დატოვა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„იმის განცდა გამიჩნდა, რომ ამ სასამართლოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მონა არ არიან და თავისუფალ გადაწყვეტილებას ღებულობენ. ეს არის ძალიან კარგი განცდა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ პატიმრებს, რომლებიც სოლიდარობას მიცხადებდნენ და მამხნევებდნენ. ბარე ორი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, საერთოდ რომ არ ვუხსენებივარ სხვათაშორის, ცოტა წყენაც მაქვს გულში. ვიცი, რომ შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ლაშა ჩხარტიშვილი მიცხადებდნენ მხარდაჭერას, დანარჩენებს მაინც და მაინც თავი არ მოუკლავთ. თუ ისინი ფიქრობენ, ამ ხელისულებამ იმიტომ დამიჭირა, რომ ქალის უფლებების ნამეტანი დაცვა უნდათ და ასმათზე იყვნენ გადარეულები, ძალიან შემცდარან. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის“, - განაცხადა წულაიამ.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დარჩენას და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

„პოლიტიკაში დავრჩები აბა რას ვიზამ, დავრჩები, აქტიური ვიქნები, ვიბრძოლებ ბოლომდე. ყველა პატიმარს აქვს განცდა, რომ ნაძირალა მოსამართლემ გაასამართლა“,-განაცხადა წულაიამ.

მან ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ პატიმრობის დროს 25 კილო დაიკლო.

"25 კილო დავიკელი. პირველად 14 დღე ვიშიმშილე, შემდეგ შევწყვიტე და 7 დღე ვიშიმშილე. შემდეგ წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს „ ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა იცოცხლეო“, - გადავწყვიტე მეცოცხლა“, - აღნიშნავს გოგი წულაია და აცხადებს, რომ მას ძალადობა დააბრალეს.

„ვერ ნახავთ ადამიანს ვინც იტყვის, რომ გოგი მოძალადე არისო. ნადვილად არ მიძალადია. მთელი ცხოვრება ვებრძვი ძალადობას და დამაბრალეს ძალადობა. ტრაგედია იცით, რა იყო? გვარს და სახელს არ ვიტყვი ამ წუთში, პატიმარი შემხვდა, რომელმაც მითხრა, შენ ვინც დაგიჭირა, მეც მაგან დამიჭირაო. ესე იგი, ასმათს ჰყავს ის დაჭერილი და ეს ხომ არის ნიშანი იმისა, რომ ეს ქალბატონი სუს-ის... მას არასამთავრობო სექტორიდან ვიცნობდი, რა ვიცოდი, თუ „ნაციონალებს“ აგენტი ჰყავდა, თორემ როგორ წამოვიყვანდი, დავუტოვებდი“, - აცხადებს წულაია.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა წულაია 19 მარტს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა